პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი

პიანისტთა თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა 2013 წლის 1-14 ოქტომბერს, თბილისში. კონკურსზე შემოვიდა 150-მდე განაცხადი 18 ქვეყნიდან. წინა შესარჩევ ეტაპზე აუდიო დისკების მოსმენის შედეგად კონკურსზე დაშვებულ იქნა 42 მონაწილე მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.  საბოლოოდ, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 30 - მა მონაწილემ მსოფლიოს 11 ქვეყნიდან. 1 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში ჩატარდა კენჭისყრა. 1 ოქტომბერს ჩატარდა კონკურსის საზეიმო გახსნა და კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კონკურსის ჟიურის წევრებმა:

  • ცნობილმა იტალიელმა პიანისტმა ალბერტო ნოზემ და ქართველმა დირიჟორმა - გოგი ჭიჭინაძემ,
  • კამერულმა ანსამბლმა „საქართველოს სინფონიეტამ“.

კონკურსის IV ტურზე ფინალისტებს თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ვახტანგ კახიძე (საქართველო). კონკურსის საზეიმო დახურვა და ლაურეატთა გალა კონცერტი გაიმართა 14 ოქტომბერს. ტრადიციულად კონკურსის ფარგლებში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონსერვატორიის სტუდენტებისთვის ჩატარდა ჟიურის წევრების – როლფ-დიტერ არენსის (გერმანია), ალბერტო ნოზეს (იტალია), ნორმა ფიშერის (დიდი ბრიტანეთი), ჩუნგ მო კანგის (სამხრეთ კორეა), ტერეზ დიუსოს (საფრანგეთი), ოქსანა იაბლონსკაიას (აშშ), რამზი იასას (ეგვიპტე/საფრანგეთი) მასტერკლასები.

კონსერვატორიის დიდი დარბაზი 1938-1941 წლებში კონსერვატორიის შენობის პირველი რეკონსტრუქციის დროს (არქ. შალვა თავაძე) აიგო. იგი საზეიმოდ 1942 წლის 28 იანვარს გაიხსნა. 1963 წელს მოხდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში “Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანის კურთხევა. მისი ტემბრული და რეგისტრული თავისებურებები დარბაზის აკუსტიკაზე იყო გათვლილი. წლების მანძილზე მასზე უკრავდნენ ცნობილი ორგანისტები, მათ შორის, ისაი ბრაუდო, ჟან გიიუ, ჯეიმს დალტონი, ჰუგო ლეპნურმი, ლეონიდ როიზმანი, ვალტერ შეტელიხი, გარი გროდბერგი. დიდი დარბაზის ორგანთან არის დაკავშირებული ცნობილი ქართველი ორგანისტის ეთერ მგალობლიშვილის მოღვაწეობა. 
10 წლის მანძილზე (1987-1997) დიდი დარბაზი არ ფუნქციონირებდა. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით და სახელმწიფოს დახმარებით მოხდა დარბაზის აღდგენა და განახლება, რის შედეგადაც დარბაზი კვლავ დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებას დაუბრუნდა; ხოლო 1998 წელს საქართველოს პარლამენტის და გერმანიის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ორგანის რესტავრაცია.
დიდი დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო საორკესტრო ორმო საოპერო სტუდიის სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს აქვს ციფრული ხმისჩამწერი სტუდია, ორგანი, “Steinway & Sons” ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს.
1997 წლიდან დიდ დარბაზში ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი `საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსები, ტარდება კლასიკური და ხალხური მუსიკის კონცერტები, მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები, აგრეთვე საქართველოს მუსიკოს- შემსრულებელთა და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსები, ჯაზის საღამოები, სამხატვრო გამოფენები, წიგნების პრეზენტაციები.

 

ალექსი მაჭავარიანი

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი (1913-1995)  საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, მილანის და ლა სკალასთან არსებული „ბრაიდენზეს ხელოვნების გალერეის“ ოქროს მედლის მფლობელი, პროფესორი, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და ორდენის კავალერია. 
ალექსი მაჭავარიანმა 1936 წელს დაამთავრდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ - პროფესორი პეტრე რიაზანოვი და გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე. პროფ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით მან დაამთავრა ასპირანტურა კომპოზიციის კლასით. 
მაჭავარიანს შექმნილი აქვს საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, ორატორია, ბალეტები, ოპერები, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი, რომანსები, საფორტეპიანო ბალადა, პიესები, საგუნდო მუსიკის მრავალი ნიმუში, მუსიკა კინოფილმებისა და თეატრალური სპექტაკლებისათვის, კრებული გუნდისა და ორკესტრისათვის, 7 სიმფონია, 6 სიმებიანი კვარტეტი. 
ა. მაჭავარიანს, როგორც ძლიერი შემოქმედებითი ინდივიდუალობის, დიდი ერუდიციის მუსიკოსს, იცნობდნენ და აფასებდნენ როგორც საქართველოში, ასევე - უცხოეთშიც. მისი ქმნილებები წარმატებით ჟღერდა მსოფლიოს განთქმულ თეატრებსა და დარბაზებში, მსოფლიოში უდიდესი შემსრულებლებისა და დირიჟორების ინტერპრეტაციით. 
მისი ნაწარმოებები გამოცემულია ამერიკაში, რუსეთში, გერმანიაში. ოცამდე ფირფიტა კი ჩაწერილია „მელოდიის“ და სხვა ხმის ჩამწერი სტუდიების მიერ. ამერიკაში სტუდია „კოლუმბიამ“ გამოსცა მისი სავიოლინო კონცერტი.  ა. მაჭავარიანი აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 
კონკურსისათვის შერჩეული სავალდებულო ნაწარმოები, საფორტეპიანო პიესა „ხორუმი“ ალექსი მაჭავარიანმა შექმნა 1938 წელს. 
„ხორუმი“ საბრძოლო შინაარსის საფერხულო წყობის უძველესი ხალხური ცეკვაა (5/8 ზომით), რომელსაც ტრადიციულად მამაკაცები ასრულებენ. 
პირველად იგი დოლის რიტმის თანხლებით შეასრულა და ფილმისათვის ფირზე ჩაწერა ანასტასია ვირსალაძის ერთერთმა პირველმა მოწაფემ - თინათინ გოგოლაშვილმა. 
პიესამ საერთაშორისო წარმატება მოიპოვა მოსკოვის კონსერვატორიის პროფესოფ ჰენრიხ ნეიჰაუზის სტუდენტის ქსენია ჯიქიას შესრულებით.  მას შემდეგ ეს თხუზლება გვხვდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი პიანისტების რეპერტუარში. 

 

ილია კონდრატიევი (რუსეთი) - გრან-პრი - 15, 000 აშშ დოლარი და სამახსოვრო მედალი.
- თბილისის მერიის ჯილდო - არტისტიზმისათვის - ბრინჯაოს მცირე ქანდაკება "ჯადოსნური ბგერა";
- იტალიის რესპუბლიკის საელჩოს პრემია - სკარლატის სონატის საუკეთესო შესრულებისათვის - 1. 000 აშშ დოლარი;
- თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრემია - საფორტეპიანო კონცერტის საუკეთესო შესრულებისათვის - 1. 000 აშშ დოლარი;
- საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის პრემია - II ტურში კლასიკური სონატის საუკეთესო შესრულებისათვის - 1. 000 აშშ დოლარი; 
- საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის "ალფრედ კორტოს სახელობის პრემია" - რომანტიული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის - 1. 500 აშშ დოლარი.
 

ცოტნე ცოცხალაშვილი (საქართველო) -II პრემია - 7, 000 აშშ დოლარი (კომპანია E&Y - ის პრემია) და სამახსოვრო მედალი. 
- "რადიო ფორტუნას" პრემია - სტიპენდია საუკეთესო ქართველ შემსრულებელს - 1. 000 აშშ დოლარი;
- საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა დახმარების ფონდ SOLO-ს პრიზი - 1. 000 აშშ დოლარი - საუკეთესო ქართველ შემსრულებელს.
 

რიდ ტეცლოვი (აშშ)  - III პრემია – 5 000 აშშ დოლარი (ბობ მეიერის პრემია) და სამახსოვრო მედალი. 
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯილდო - ნახევარფინალში სოლო პროგრამის საუკეთესო შესრულებისათვის მოოქრული ბრინჯაოს მცირე ქანდაკება "მუზა"
 

ანა გოგავა (საქართველო) -V პრემია - 3, 000 აშშ დოლარი (ნანა და ავთანდილ წერეთლების პრემია) და სამახსოვრო მედალი. 
- საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის "ალფრედ კორტოს სახელობის პრემია" - რომანტიული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის – 1. 500 აშშ დოლარი.
 

 

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიზი უცხოელ მონაწილეს - ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის – 1. 000 აშშ დოლარი - იოსუ დე სოლაუნი (ესპანეთი);
  • მაია ადამია-გრიფინის წამახალისებელი პრემია - ფინალს მიღმა დარჩენილ საუკეთესო ნახევარფინალისტს - 500 აშშ დოლარი - იოსუ დე სოლაუნი (ესპანეთი);
  • პიანისტ თემურ ახობაძის წამახალისებელი პრემია – საუკეთესო ქართველ ნახევარფინალისტს - 500 აშშ დოლარი – ალექსანდრე ვასაძე (საქართველო)
  • საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის პრემია - ფინალს მიღმა დარჩენილ საუკეთესო ნახევარფინალისტს – 500 აშშ დოლარი - ოლექსი კოვალენკო (უკრაინა);
  • ჟიურის წევრის, ტერეზ დიუსოს წამახალისებელი პრემია – 500 აშშ დოლარი და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს პრემია – შოპენის ეტიუდის საუკეთესო შესრულებისათვის - 1. 000 აშშ დოლარი გადაეცა ნანაკო კურიტას (იაპონია).
     
  • ნახევარფინალისტებს გადაეცათ დიპლომები.
  • ნახევარფინალის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის პრიზით - III ტურის ჩანაწერით  კომპაქტდისკზე.
     

საკონცერტო ანგაჟემენტები კონკურსის გამარჯვებულთათვის:
 

  • კონცერტი თბილისში "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალი - თბილისი, საქართველო (2014, დეკემბერი);
  • კონცერტი უტრეხტში – ორგანიზატორი ,,ფ. ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი” ნიდერლანდები (2014, ნოემბერი);
  • კონცერტი კიევში - ორგანიზატორი “ვ. ჰოროვიცის ხსოვნის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი”- კიევი, უკრაინა (2014);
  • კონცერტი ვარშავაში – ორგანიზატორი “პადერევსკის სახ. საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი” (პოლონეთში)
  • კონცერტი დუბლინში – ორგანიზატორი “დუბლინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი” (ირლანდია)

•    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ქ-ნი მაია ფანჯიკიძე
•    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი – ბ-ნი ორთვინ ჰენიგი 
•    პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი – ბ-ნი ანდრჟეი ჩიეჟკოვსკი
•    საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი – ბ-ნი რენო სალენი 
•    იტალიის რესპუბლიკის ელჩი – ქ-ნი ფედერიკა ფავი
•    თურქეთის რესპუბლიკის ელჩი – ბ-ნი ლევენთ მურათ ბურჰანი

 

  • „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
  • რადიო „ფორტუნა“
  • „საზოგადოებრივი რადიო 1“
  • „კაუკასუს ონლაინი“
  • ბობ მეიერი
  • ნანა და ავთანდილ წერეთლები
  • „ერნსტ &იანგ“ - ი 
  • „თიბისი ჯგუფი“
  • „შატო მუხრანი“
  • „ჯგუფი სამგორი 94„
  1. ქ. თბილისის მერია
  2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
  3. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია;
  4. საქართველოს საქმეთა სამინისტრო;
  5. გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, თურქეთის რესპუბლიკების საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობები;
  6. საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა დახმარების ფონდი „სოლო“,
  7. საფრანგეთის ინსტიტუტი საქართველოში. 

 

მარცხნიდან მარჯვნივ:

  1. ილია ზუიკო - (უკრაინა III პრემია) 
  2. რიდ ტეცლოვი - (აშშ III პრემია) 
  3. ცოტნე ცოცხალაშვილი - (საქართველო, II პრემია) 
  4. ანა გოგავა - (საქართველო, V პრემია)
  5. ჯულიო ბიდაუ - (იტალია, IV პრემია) 
  6. ილია კონდრატიევი - (რუსეთი, გრან-პრი)

პირველი რიგი მარცხნიდან-მარჯვნივ

  1. ნორმა ფიშერი (დიდი ბრიტანეთი) 
  2. მარტა სოშინსკა-იანჩევსკი (პოლონეთი/გერმანია)
  3. მანანა დოიჯაშვილი (საქართველო, თავმჯდომარე)
  4. ტერეზ დიუსო (საფრანგეთი)
  5. ოქსანა იაბლონსკაია (აშშ)


მეორე რიგი მარცხნიდან-მარჯვნივ:

  1. ჩუნგ მო კანგი (სამხრეთ კორეა)
  2. გოგი ჭიჭინაძე (საქართველო)
  3. რამზი იასა (ეგვიპტე/საფრანგეთი)
  4. როლფ-დიტერ არენსი (გერმანია)
  5. ალბერტო ნოზე (იტალია)
  6. ჯოელ ჰარისონი (აშშ)

    მაია ადამია-გრიფინი  - ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი (საქართველო-დიდი ბრიტანეთი) 

 

ჩუნგ–მო კანგი - „თბილისის პიანისტთა მე–5 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი ჩემთვის იყო დაუვიწყარი მოვლენა ბევრი მიზეზის გამო: ეს იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული კონკურსი;  დონე იყო ძალიან შთამბეჭდავი;  წინასწარი შერჩევა იყო ძალიან კარგად ჩატარებული; და რაც ყველაზე მთავარია,  კონკურსი არა მხოლოდ იმ ექვსი ლაურეატისთვის შედგა, არამედ -  ყველა კონკურსანტისთვის. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა კონკურსმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს თბილისის კონკურსისგან“.

ჯოელ ჰარისონი - „მანანა დოიჯაშვილი და მისი კოლეგები უმაღლეს დონეზე აკეთებენ თავიანთ საქმეს და თბილისი, ისევე როგორც მთელი საქართველო, უნდა ამაყობდეს მიღწეული უმაღლესი შედეგებით. თქვენ  საერთაშორისო აღიარება და დაფასება მოუტანეთ როგორც თბილისს, ასევე მთელს ქვეყანას და თბილისის კონსერვატორიას. კონკურსის მონაწილეთა დონე იყო უმაღლესი და შესაბამისად, შესანიშნავმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს და გახდნენ ლაურეატები. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას იმსახურებენ.
თქვენმა სტუმართმოყვარეობამ ყველა მოსალოდნელ სტანდარტს გადააჭარბა“. 

მარტა  სოშინსკა - „ეს იყო ჭეშმარიტად  დღესასწაული - სავსე შესანიშნავი მუსიკითა და უამრავი საინტერესო შეხვედრებით. მე მუდამ მემახსოვრება ის არაჩვეულებრივი ატმოსფერო, რომელიც კონკურსის განმავლობაში სუფევდა   -  ყველა წვრილმანამდე გააზრებული შესანიშნავი ორგანიზაცია და ქართველი ხალხის წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა! კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თავისი არაჩვეულებრივი აკუსტიკით, ყველაზე შესაფერისი და იდეალური ადგილია საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ჩასატარებლად!“

ნორმა ფიშერი - „მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობისათვის, რომელიც  ვიგრძენით თბილისში ჩამოსვლის პირველი დღიდან კონკურსის ბოლომდე. ეს შთაბეჭდილება სამუდამოდ დარჩება ჩვენთან! გოლოცავთ კონკურსის დიდ წარმატებას! წარმოუდგენელია უფრო უკეთესად ორგანიზებული კონკურსი!“

ოქსანა იაბლონსკაია - „კონკურსიარაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული - არც ერთი წვრილმანი არ იყო დავიწყებული. ყველა, ვინც კონკურსს ემსახურებოდა, იყო  უაღრესად ყურადღებიანი, თბილი და სათნო. კულტურული პროგრამა  შესანიშნავად იყო ორგანიზებული - ამას არც ერთი კონკურსი არ აკეთებს. გილოცავთ კონკურსის წარმატებას.“

რამზი იასა - „მე აღფრთოვანებული ვარ იმ დიდი და შესანიშნავი საქმით, რომელსაც მანანა დოიჯაშვილი აკეთებს საქართველოს ხელოვნებისათვის, კულტურისათვის და მუსიკისათვის! თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი ნათელი შესაძლებლობა იყო დაგვენახა ორგანიზაციის უმაღლესი დონე. მე მრავალ საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში მიმიღია მონაწილეობა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი ერთ–ერთი უმაღლესი რანგის კონკურსია.“

ალბერტო ნოზე - "ეს იყო საინტერესო და დაუვიწყარი გამოცდილება მომესმინა სხვადასხვა კულტურული და მუსიკალური ტრადიციების მქონე ახალგზარდა ნიჭიერი მუსიკოსებისთვის. კონკურსანტების დონე იყო ძალიან მაღალი და საინტერესო მხატვრული თვალსაზრისით. კონკურსი  ორგანიზებული იყო მაღალ დონეზე -  დაწყებული ყველა დაგეგმილი ღონისძიების გათვალისწინებით და დამთავრებული იმ თბილი ატმოსფეროთი, რომელიც  ჟიურის წევრებსა და კონკურსის ორგანიზატორებს შორის სუფევდა".

როლფ–დიტერ არენსი - „თბილისის მე–5 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (1–14 ოქტომბერი,2013) კარგად იყო მომზადებული და ორგანიზებული. გამოირჩეოდა კონკუსანტების მაღალი დონით. კონკურსზე სასიამოვნო  და მეგობრული ატმოსფერო სუფევდა. 
სპონსორები მხარში ამოუდგნენ კონკურსს და ღირსეულად დააჯილდოვეს ლაურეატები . კონკურსი გამოირჩეოდა დიდი სტუმართმოყვარეობით, როგორც ჟიურის წევრების, ასევე ყველა კონკურსანტის მიმართ“.

ტერეზ დიუსო - „საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ჩატარება შეუძლებელია ყოფილიყო  უფრო უკეთეს ადგილას და უკეთეს პირობებში. ალბათ ამან განაპირობა როგორც კონკურსანტების მაღალი დონე, აგრეთვე ისიც, რომ ყველა მონაწილე  თვით-დაჯერებულად გრძნობდა თავს იმ ორი კვირის განმავლობაში უაღრესად თბილ გარემოში, რაც ძალიან იშვიათია! ყოველი დღე ჰგავდა დღესასწაულს! ბრავო და დიდი მადლობა მანანა!“

V პრემია, გოგავა ანა, საქართველო

V პრემია, გოგავა ანა, საქართველო

IV პრემია, ბიდაუ ჯულიო, იტალია

III პრემია, ზუიკო ილია, უკრაინა

III პრემია, ტეცლოვი რიდ, აშშ

II პრემია, ცოცხალაშვილი ცოტნე, საქართველო

გრან-პრი, კონდრატიევი ილია, რუსეთი

გრან-პრი, კონდრატიევი ილია, რუსეთი