პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი

პიანისტთა თბილისის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა 1997 წლის 5-18 ოქტომბერს ქ. თბილისში. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 47 მონაწილემ 16 ქვეყნიდან. 5 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში ჩატარდა კენჭისყრა და კონკურსის საზეიმო გახსნა.  კონკურსის IV ტურზე ფინალისტებს თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი - იური კოჩნევი   (რუსეთი). კონკურსის საზეიმო დახურვა და ლაურეატთა გალა კონცერტი გაიმართა 18 ოქტომბერს მუსიკისა და კულტურის ცენტრში. 

 

კონსერვატორიის დიდი დარბაზი აიგო 1938-1941 წლებში კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქციის დროს (არქ. შ. თავაძე). საზეიმოდ გაიხსნა 1942 წლის 28 იანვარს და დღიდან დაარსებისა თბილისის საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. სხვადასხვა წლებში ამ დარბაზში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, მათ შორის ვ. ფერერო, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, ლ. კოგანი, გ. ნეიჰაუზი, მ. როსტროპოვიჩი, ე. ობრაზცოვა, ნ. გუტმანი, ზ. ანჯაფარიძე, ლ. ლეონსკაია, ა. ვირსალაძე, დ. ანდღულაძე, ნ. ანდღულაძე, თ. ამირეჯიბი, მ. იაშვილი, ე. ვირსალაძე, ლ. ისაკაძე, თ. გაბარაშვილი და სხვა. 60 - იანი წლებიდან, პოლიტიკური დათბობის პირობებში, აღდგა უცხოელი მუსიკოსების გასტროლების ტრადიცია თბილისში. 1963 წელს მოხდა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში “Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანის კურთხევა. 80 - იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათი წლის შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. იმ დროისათვის კონსერვატორიის რექტორის, პროფესორ მ. დოიჯაშვილის ინიციატივით 90 - იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო დარბაზის აღდგენა - რეკონსტრუქცია. 1997 წლიდნ იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშნელოვან კულტურულ ცენტრად. დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო საოპერო სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს აქვს საკუთარი ციფრული ხმისჩამწერი სტუდია, “Steinway&Sons” - ის ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს. 1997 წლიდან დიდ დარბაზში ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი `საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსები, ტარდება კლასიკური და ხალხური მუსიკის კონცერტები, მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები, აგრეთვე საქართველოს მუსიკოს- შემსრულებელთა და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსები. 

რევაზ ლაღიძე

 კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე (1921-1981)- საქართველოს სახალხო არტისტი, შ. რუსთაველისა და  სახელმწიფო პრემიების ლაურეატია. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო  კონსერვატორია კომპოზიციის განხრით დაამთავრა 1948 წ. პროფესორ ანტონ ბალანჩივაძის          ხელმძღვანელობით.  რ. ლაღიძე  სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების ავტორია. მათ შორისაა: ოპერა  „ლელა“, სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“, სიმფონიური სურათი „საჭიდაო“, მუსიკალური        კომედიები, კანტატები, სოლო და საგუნდო სიმღერები, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები. 
  მის შემოქმედებში განსაკუთრებული ადგილია უკავია სასიმღერო ჟანრს და მუსიკას კინოფილმებისათვის,  რომლებმაც ლაღიძეს ჭეშმარიტად სახალხო კომპოზიტორის სახელი დაუმკვიდრეს. ასე დაიბადა  „სიმღერა თბილისზე“, რომელიც ქალაქის მუსიკალურ ემბლემად იქცა. 
 კონკურსისათვის სავალდებულო ნაწარმოებად შერჩეული რონდო-ტოკატა 1957წ. შეიქმნა. პიესის  საშემსრულებლო რედაქცია ეკუთვნის პროფესორ თენგიზ ამირეჯიბს. პირველად შეასრულა  პროფესორმა გ. ქავთარაძემ. 

 

 

 

 

 

ულუგბეკ პალვანოვი (უზბეკეთი) - გრან-პრი 10 000 აშშ დოლარი  
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრიზი - ნახევარფინალში სოლო პროგრამის საუკეთესო შესრულებისათვის. მოოქრული ბრინჯაოს მცირე ქანდაკება „მუზა“ 
 

მარინა ნადირაძე (საქართველო) - მეორე პრემია 5 000 აშშ დოლარი  
- „ინტელექტბანკის“ სახელობითი სტიპენდია საუკეთესო შემსრულებელს 3 000 ლარი. 
 

ვალერიან შიუკაშვილი (საქართველო) - მესამე პრემია 3 000 აშშ დოლარი  
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრემია - ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის 500 აშშ დოლარი . 
 

დარია რაბოტკინა (რუსეთი) - მეოთხე პრემია 2 000 აშშ დოლარი  
- შპს. „კლასიკას“ პრიზი კლასიკური სონატის საუკეთესო შესრულებისათვსი II ტურში. მარმარილოს მცირე ქანდაკება „ჰარმონია“. 
- ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფორტეპიანო ინსტიტუტის ვ. ფელცმანის პრიზი ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატს. 

კონკურსის სპეციალური ჯილდო გადაეცა ქეთევან ბადრიძეს (საქართველო) - ნახევარფინალისტი
- თბილისის მერიის ჯილდო ,,არტისტიზმისთვის” - ბრინჯაოს მცირე ქანდაკება ,,ჯადოსნური ბგერა”;
 

ნახევარფინალის ყველა მონაწილეს გადაეცა საპატიო დიპლომი
კონსერვატორიის დიდი დარბაზის პრიზი - კომპაქტდისკი ნახევარფინალის ყველა მონაწილეს III ტურის ჩანაწერით.

  • ზურაბ ჟვანია - საქართველოს პარლამენტის თავჯმჯდომარე
  • ნიკო ლეკისვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
  • ჰაჯან ჰაჯიევი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • უილიამ ქორთნი - ამერიკის სეერთებული სტატების ელჩი საქართველოში
  • ნორბერტ ბაასი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • სტეფან თომას ნეში - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი 
  • თევფიკ უფუკ ოკიაიუზი - თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • ლილი ჰაჰამი - ისრაელის სახელმწიფო ელჩი საქართველოში
  • ფელიქს სტანევსკი - რუსეთის ფედერაციის ელჩი საქართველოში
  • ტასოს კრიეკუკისი - საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • ბერნარდ ფასიე - საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • ლევონ ხაჩატრიანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
  • ანატოლი კასიანენკო - უკრაინის ელჩი საქართველოში
  • ჩუან ინც იუან - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

 

  • სააქციონერო საზოგადოება „არაგვი-კორპორეიშნ“
  • AT&T
  • კონცერნი „ქართუ“ 
  • სააქციო საზოგადოება „გამოფენების ცენტრი“ 
  • სამება 
  • შპს. „საქართველო-ავსტრიული ერთობლივი საქარმო“
  • ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ 
  • საქართველოს ავიახაზები 
  • სააქციო საზოგადოება „ოქსინო“. 
  • ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“. 
  • ფონდი „დემოკრატია და აღორძინება“. 

მარცხნიდან მარჯვნივ:

  1. ულუგბეკ პალვანოვი (უზბეკეთი, გრან-პრი)
  2. მარინა ნადირაძე (საქართველო, II პრემია)
  3. მანანა დოიჯაშვილი
  4. დარია რაბოტკინა (რუსეთი, IV პრემია)
  5. ვალერიან შიუკაშვილი (საქართველო, III პრემია)
  6. რიუ მიატა (იაპონია, VI პრემია)
  7. ნინო გურევიჩი (საქართველო, V პრემია)

მარცხნიდან მარჯვნივ:

1. გიორგი ჟორდანია (ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი, საქართველო)
2. სვეტლანა ნავასარდიანი (სომხეთი)
3. მიხეილ ვოსკრესენსკი (რუსეთი)
4. ჰემიშ მილნი (დიდი ბრიტანეთი)
5. ჰანც ფაძარი (იტალია)
6. ეთერ ანჯაფარიძე (საქართველო)
7. ფარხად ბადალბეილი (აზერბაიჯანი)
8. მარკ მალკოვიჩ, III (აშშ)
9. ელისო ვირსალაძე (საქართველო)
10. არი ვარდი (ისრაელი)
11. ნატალია ცინცაძე (უზბეკეთი)
12. ფრანც მასინგერი (გერმანია)

ჯონ მალკოვიჩი III (აშშ) - კონკურსის ორგანიზებამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
კონკურსი არა მხოლოდ კარგად არის ორგანიზებული, არამედ მომხიბლაობის ელფერიც ახლავს. ბევრს ძალუძს საორგანიზაციო-ადმინისტრაციული მხარის მოგვარება, მაგრამ ასეთი თბილი კეთილგანწყობილი, მომხიბლავი ატმოსფეროს შექმნა, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ამაში დიდი როლი მიუძღვნის კონკურსის დამაარსებელს და სამხატვრო ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს.

არი ვარდი (ისრაელი) - ამ კონკურსზე საუკეთესო შთაბეჭდილებები მსმენელისგან მივიღე. ეს არ ნიშნავს,რომ მე არ მომწონს ახალგაზრდა პიანისტები, რომლებიც კონკურსში მონაწილეობდნენ. ისინი ძალზე კარგები არიან. მაგრამ უყურო მუდმივად სავსე დარბაზს, ახალგაზრდობას, მათი მოსმენის და აღქმის კულტურას, ეს ჩემთვის საოცრებაა. ეს არა მხოლოდ კონკურსი, არამედ კონცერტებია,სადაც მთავარი შემფასებელი-მსმენელია.

ჰემიშ მილნი (დიდი ბრიტანეთი) - ასეთი კონკურსის მოწყობა, ვფიქრობ დიდი წარმატებაა თქვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ასეთ დონეზე პირველივე კონკურსის ორგანიზაცია მომავალი წარმატების საწინდარია.იმედი მაქვს,რომ მომავალში თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს კიდევ უფრო დახვეწილი ფორმა ექნება და ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმად გადაიქცევა.
ჰანც ფაძარი (იტალია)- აღტაცებული ვარ საქართველოთი, ხალხით, იმ სულით,რომელიც დარბაზში სუფევს. ჩემი აზრით, უზადოა კონკურსის საორგანიზაციო მხარე, აღტაცებული ვარ თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზით. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ პიანისტების საერთო დონე საკმაოდ მაღალია.

სვეტლანა ნავასარდიანი (სომხეთი) - კონკურსის საერთო დონე საკმაოდ მაღალია. გილოცავთ ასეთ მშვენიერ წამოწყებას.მწამს,რომ მას ელის ხანგრძლივი სიცოცხლე. თავად კონკურსი ბრწყინვალედ არის ორგანიზებული. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის საოცარი ატმოსფეროც, რომელიც ამ კონკურსზე სუფევს. ძალიან მგრძნობიარე და მიხვედრილი მსემენილი გყავთ. იგი თანაუგრძნობს განურჩევლად ყველა მონაწილეს.

ფრანც მასინგერი (გერმანია) - საორგანიზაციო საკითხები ბრწყინვალედაა გადაწყვეტილი. მონაწილეთა დონეც ძალიან მაღალია. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის კონსერვატორიაში სწავლების დონემ, რაზე მსჯელობაც კონკურსის მონაწილეების დონის მიხედვით შემიძლია.

ფარხად ბადალბეილი (აზერბაიჯანი) - პიანისტთა თბილისი პირველი საერთაშორისო კონკურსის საერთო დონე ძალიან მაღალია. ქართველ პიანისტთა გუნდი, რომელიც მონაწილეობს კონკურსში საკმაოდ სოლიდურია და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

მიხეილ ვოსკრესენსკი (რუსეთი) -  თბილისის პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო კონკურსების მოთხოვნილებებს.

ლეონიდ გაკელი (რუსეთი) - ძალიან კმაყოფილი ვარ. კონკურსის ორგანიზაცია არაჩვეულებრივად მაღალ დონეზეა. ერთსულოვნად მუშაობდა კონკურსის ჟური, რმელმაც  გვიჩვენა ობიექტურობის და მიუკერძოებლობის  გაკვეთილი ე.წ. „სამართლიანი თამაში“-ს შესანიშნავი მაგალითი. რამაც ყველაზე მეტად გამაოცა - ეს იყო ახალგაზრდა მსმენელთა რაოდენობა „კლასიკური მუსიკის კონკურსის“ მოსასმენად.

 

მეექვსე პრემია, რიუ მიატა, იაპონია

მეხუთე პრემია, ნინო გურევიჩი, საქართველო

მეოთხე პრემია, დარია რაბოტკინა , რუსეთი

მესამე პრემია, ვალერიან შიუკაშვილი, საქართველო

მესამე პრემია, ვალერიან შიუკაშვილი, საქართველო

მეორე პრემია, მარინა ნადირაძე, საქართველო

გრან-პრი, ულუგბეკ პალვანოვი, უზბეკეთი