პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი

პიანისტთა თბილისის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა 2001 წლის 7-20 ოქტომბერს ქ. თბილისში. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 42 მონაწილემ 15 ქვეყნიდან. 7 ოქტომბერს, თბილისის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა კენჭისყრა და კონკურსის საზეიმო გახსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სიმფონიურმა ორკერსტრმა ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით და პიანისტმა ელისო ვირსალაძემ.  კონკურსის IV ტურზე ფინალისტებს თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი - ვახტანგ ჟორდანია (აშშ). კონკურსის საზეიმო დახურვა და ლაურეატთა გალა კონცერტი გაიმართა 20 ოქტომბერს მუსიკისა და კულტურის ცენტრში. კონკურსის ფარგლებში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონსერვატორიის სტუდენტებისათვის ჩატარდა ჟიურის წევრების: ელისო ვირსალაძისა და დიმიტრი ბაშკიროვის მასტერკლასები.

 

კონსერვატორიის დიდი დარბაზი აიგო 1938-1941 წლებში კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქციის დროს (არქ. შ. თავაძე). საზეიმოდ გაიხსნა 1942 წლის 28 იანვარს და დღიდან დაარსებისა თბილისის საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. სხვადასხვა წლებში ამ დარბაზში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, მათ შორის ვ. ფერერო, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, ლ. კოგანი, გ. ნეიჰაუზი, მ. როსტროპოვიჩი, ე. ობრაზცოვა, ნ. გუტმანი, ზ. ანჯაფარიძე, ლ. ლეონსკაია, ა. ვირსალაძე, დ. ანდღულაძე, ნ. ანდღულაძე, თ. ამირეჯიბი, მ. იაშვილი, ე. ვირსალაძე, ლ. ისაკაძე, თ. გაბარაშვილი და სხვა. 60 - იანი წლებიდან, პოლიტიკური დათბობის პირობებში, აღდგა უცხოელი მუსიკოსების გასტროლების ტრადიცია თბილისში. 1963 წელს მოხდა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში “Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანის კურთხევა. 80 - იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათი წლის შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. იმ დროისათვის კონსერვატორიის რექტორის, პროფესორ მ. დოიჯაშვილის ინიციატივით 90 - იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო დარბაზის აღდგენა - რეკონსტრუქცია. 1997 წლიდნ იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშნელოვან კულტურულ ცენტრად. დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო საოპერო სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს აქვს საკუთარი ციფრული ხმისჩამწერი სტუდია, “Steinway&Sons” - ის ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს. 1997 წლიდან დიდ დარბაზში ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი `საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსები, ტარდება კლასიკური და ხალხური მუსიკის კონცერტები, მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები, აგრეთვე საქართველოს მუსიკოს- შემსრულებელთა და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსები. 

 ნოდარ მამისაშვილი (1930) - კომპოზიტორი, თეორეტიკოსი, ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. 1956 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი პროფ. ა. ბალანჩივაძის კლასში. ამჟამად ამავე კათედრის პროფესორია. 
დაწერილი აქვს ბალეტი „სამი გასაღები“, საბავშვო ოპერა  "ბაქია ბაჭია", 4 საფორტეპიანო კონცერტი, საგუნდო ორატორიები და ციკლები, სიმფონიები, პიესები ორკესტრისათვის, ორღანისათვის, ფორტეპიანოსათვის და სხვა. შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. ამასთან,  არა ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
ნ. მამისაშვილის ნაწარმოებები გამოცემულია ნოტებისა და ფირფიტების სახით; საკონცერტო შესრულებით აჟღერებულია აშშ-ში, რუსეთში, ბელგიაში, გერმანიაში, ინგლისში, პოლონეთში, უკრაინაში. 
კონკურსის სავალდებულო ნაწარმოები - “Scherzo barbaro” 1979 წელს შექმნილი საფორტეპიანო ციკლის - „ლირიკული დღიურის ფურცლების“ IV ნაწილია; დაწერილია კომპოზიტორის“ სამფაზიანი კომპოზიციის“ მუსიკალურ ბგერით სისტემაში. მასში ფართოდ არის ნაჩვენები ინსტრუმენტის ბგერით-აკუსტიკური მრავალფეროვნება, ვირტუოზული შესაძლებლობები, რომლებიც ემორჩილებიან ერთიანი მხატვრული სახის შექმნას; მას შეიძლება პირობითად „ველურ ძალთა ამბოხი“ ვუწოდოთ. ნაწარმოების II რედაქცია შეიქმნა 1983 წელს; პირველი შემსრულებელია ი. სმირნოვი. 

 

იაკობ კაცნელსონი  (რუსეთი) - მესამე პრემია 5 000 აშშ დოლარი. 
- საზოგადოება „კლასიკას“ პრიზი კლსიკური სონატის საუკეთესო შესრულებისათვის II ტურში; მცირე ქანდაკება „ფანტაზია“ ვერცხლი, ტიხრული მინანქარი
 

დანიელ ჰილი (ავსტრალია) - მესამე პრემია 5 000 აშშ დოლარი. 
- თბილისის მერია,  „კულტურის გადარჩენის ფონდის“ პრიზი არტისტიზმისათვის ბრინჯაოს მცირე ქანდაკება „ჯადოსნური ბგერა“.  
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პრიზი „ნახევარფინალში სოლო პროგრამის საუკეთესო შესრულებისათვის“ - მოოქრული მცირე ქანდაკება „მუზა“. 
 

ნინო გვეტაძე (საქართველო) - ნახევარფინალისტი 
- საქართველოს მილსადენის კომპანიის პრიზი საუკეთესო ქართველ შემსრულებელს ალექსანდრე ნიჟარაძის სახელობის პრემია - 500 აშშ დოლარი. 
- საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრემია  - სტიპენდია ქართველ პიანისტს - 500 აშშ დოლარი. 
 

ქეთევან სეფაშვილი (საქართველო) - ნახევარფინალისტი
- საქართველოს მილსადენის კომპანიის პრიზი საუკეთესო ქართველ შემსრულებელს ალექსანდრე ნიჟარაძის სახელობის პრემია - 500 აშშ დოლარი. 
- საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრემია  - სტიპენდია ქართველ პიანისტს - 500 აშშ დოლარი. 
 


ალექსანდრ იაკობიძე-გიტმანი (რუსეთი) - ნახევარფინალისტი
- საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის პრემია უცხოელ მონაწილეს - ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვსი - 500 აშშ დოლარი 
 

ვიაჩესლავ გრიაზნოვი (რუსეთი) - ნახევარფინალისტი
- საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის პრემია - „ მსმენელის სიმპათია“ – 500 აშშ დოლარი. 
 


კონსერვატორიის დიდი დარბაზის პრიზი - კომპაქტდისკი ნახევარფინალის ყველა მონაწილეს III ტურის ჩანაწერით.

ბ-ნი ჰაჯან ჰაჯიევი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი
ბ-ნი ფილიპ რემლერი - ამერიკის შეერთებული შტატების დროებითი რწმუნებული
ბ-ნი უვე შრამი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი
ქ-ნი დებორა ბერნს ჯონსი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩი
ბ-ნი რივკა ქოენი - ისრაელის სახელმწიფო ელჩი
ბ-ნი მიქელანჯელო კიპანი - იტალიის რესპუბლიკის ელჩი
ქ-ნი რეგინა იაკობიძე - ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული
ბ-ნი ვლადიმერ გუდევი - რუსეთის ფედერაციის ელჩი
ქ-ნი მირეი მიუსო - საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი
ბ-ნი გეორგ ხოსროევი - სომხეთის რესპუბლიკის ელჩი 
ბ-ნი სტეფან ვოლკოვეცკი - უკრაინის ელჩი 
ბ-ნი ცანგ იუგქვან - ჩინეთის სახალხი რესპუბლიკის ელჩი 
ბ-ნი სტეფან სპეკი - შვეიცარიის ელჩი

 

  • გოგი თოფაძის ფონდი
  • bp სნსკ

 

  • თბილისის მერია „კულტურის გადარჩენის ფონდი“. 
  • საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს -შემსრულებელთა დახმარების ფონდი “SOLO”
  • შპს. “Classica“. 
  • მინანქრის გალერეა Enamel Art Galery

 

პირველი პრემია არ გაიცა

მარცხნიდან მარჯვნივ:

  1. მურად ადიგეზალზადე (აზერბაიჯანი, II პრემია)
  2. მარია მასიჩევა (რუსეთი, VI პრემია)
  3. მაკი სეკია (იაპონია, V პრემია)
  4. ტანია ჩერნიჩკა (რუსეთი, IV პრემია)
  5. დანიელ ჰილი (ავსტრალია, III პრემია)
  6. იაკობ კაცნელსონი (რუსეთი, III პრემია)

 

  1. არნის ზანდმანისი (ლატვია)
  2. ჟერარ ფრემი (საფრანგეთი)
  3. სტანისლავ იგოლინსკი (რუსეთი)
  4. დარიო დე როზა (იტალია)
  5. ანჯეი იასინსკი (პოლონეთი)
  1. თენგიზ ამირეჯიბი (საქართველო)
  2. პირს ლეინი (დიდი ბრიტანეთი)
  3. მარკ მალკოვიჩ, III (აშშ)
  4. ედიშერ რუსიშვილი (საქართველო)
     
  1. მანანა დოიჯაშვილი (საქართველო, თავმჯდომარე)
  2. ელისო ვირსალაძე - საპატიო სტუმარი (საქართველო)
  3. დარიო დე როზა (იტალია)
  1. პნინა ზალცმანი (ისრაელი)
  2. ჟერარ ფრემი (საფრანგეთი)

    თამარ ლორთქიფანიძე - ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი (საქართველო)

მარკ მალკოვიჩი III (აშშ) - მშვენიერი კონკურსია! იგი იმდენად კარგად არის ორგანიზებული,რომ საქებარი სიტყვები არ მყოფნის. კონკურსს დიდი მომავალი აქვს. არსად შემხვედრია ასეთი ერუდირებული აუდიტორია.

არნის ზანდმანის (ლიტვა) - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  თბილისის კონკურსი ძალიან ახალგაზრდაა, შეიძლება ითქვას, რომ  მან მოკლე დროში შეიძინა კარგი ავტორიტეტი. სერიოზულად შეირჩა მაღალ-პროფესიული დონის მონაწილეები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა პიანისტისთვის ამ კონკურსში მონაწილეობა საკმაოდ ძნელია, ხოლო გამარჯვება- ძალზე პრესტიჟული. ქართულ პედაგოგიკას გააჩნია რაღაც განსაკუთრებული ხიბლი, რომელშიც, როგორც წესი, ირეკლება დახვეწილი მხატვრული გემოვნება. 

დარიო დე როზა (იტალია) - ეს კონკურსი შესანიშნავია. ეს მართლაც მაღალი დონის კონკურსია. მასში მონაწილეობა ბევრმა ნამდვილად არაჩვეულებრივმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მიიღო.

ანჯეი იასინსკი (პოლონეთი) - კონკურსი ტარდება ისეთ მაღალ დონეზე, რომ მექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვიმყოფები ეკონომიკურად ძლიერ, გალაღებულ ქვეყანაში-რამდენადაც ვიცი, ეს ასე არ არის.... რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის დამსახურებაა. მაგრამ, ეტყობა, დიდი კულტურული ტრადიციების მქონე საქართველოში მუსიკალური ხელოვნების განვითარებისთვის მაინც არსებობს მშვენიერი ფონი.

სტანისლავ იგოლინსკი (რუსეთი) - კონკურსი ორგანიზებულია მაღალ დონეზე. მომგებიანად არის შერჩეული ჟიური- ისინი სხვადასხვა სკოლის, სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები არიან.

პირს ლეინი (დიდ ბრიტანეთი) -  ჟიურის ყველა წევრი აღიარებს თბილისის კონკურსის საკმაოდ მაღალ დონეს. მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა ქართულ მსმენელზე. ძალიან ამაღელვებელი იყო ამდენი ახალგაზრდების ნახვა, რომლებიც დიდი ყურადღებით თვალს ადევნებდნენ კონკურსის ყველა მონაწილეს. ბევრ  ქვეყანაში მდგომარეობა სულ სხვაა.

ჟერარ ფრემი (საფრანგეთი) - კონკურსი ბრწყინვალედ არის ორგანიზებული. ყველაფერი, უმცირესი დეტალების ჩათვლით,  უზადოდაა მოწყობილი. პირადად ქალბატონმა მანანადოიჯაშვილმა ძალები არ დაიშურა, რომ საუკეთესო პირობებში ვყოფილიყავით, თავი როგორც საკუთარ სახლში, ისე გვეგრძნო. ქართველი კონკურსანტები მშვენივრად არიან მომზადებულნი. მე ვფიქრობ, თბილისის კონკურსს და ასევე საფორტეპიანო სკოლას კარგი მომავალი აქვს.

 

მეექვსე პრემია, მარია მასიჩევა, რუსეთი

მეხუთე პრემია, მაკი სეკია, იაპონია

მეოთხე პრემია, ტანია ჩერნიჩკა, რუსეთი

მესამე პრემია, დანიელ ჰილი, ავსტრალია

მესამე პრემია, დანიელ ჰილი, ავსტრალია

მესამე პრემია, დანიელ ჰილი, ავსტრალია

მესამე პრემია, იაკობ კაცნელსონი, რუსეთი

მეორე პრემია, მურად ადიგეზალზადე , აზერბაიჯანი

მეხუთე პრემია, მაკი სეკია, იაპონია