პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი

კონკურსზე შემოვიდა 100-მდე განაცხადი 24 ქვეყნიდან. შესარჩევი მოსმენის შედეგად კონკურსზე დაუშვეს 41 მონაწილე 16 ქვეყნიდან. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 26 მონაწილემ 12 ქვეყნიდან (საქართველო, რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ისრაელი, იტალია, აშშ, სამხრეთ აფრიკა, ნიდერლანდები, ჩინეთი, გერმანია, კორეა).
კონკურსი ტრადიციულად ტარდება ოთხ ტურად. 2 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში ჩატარდა კენჭისყრა და პრესკონფერენცია. კონკურსის გახსნის ცერემონიალი და პირველი სამი ტური ჩატარდა თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

კონკურსის საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდა:

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი, დირიჟორი – ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის კონსერვატორიის საპატიო პროფესორი ლევ მარკიზი (ნიდერლანდები) და კონკურსის ჟიურის წევრი, ფრანგი პიანისტი მიშელ დალბერტო.

IV ტური, კონკურსის საზეიმო დახურვა და ლაურეატთა გალა კონცერტი ჩატარდა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში.
ფინალისტებს თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი - ჟან-ბერნარ პომიე (საფრანგეთი). 

9 ოქტომბერს, კონკურსის ფარგლებში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა ჟიურის წევრების - დიმიტრი ალექსეევისა (რუსეთი-დიდი ბრიტანეთი) და ოლეგ მაიზენბერგის (ავსტრია) მასტერკლასები.

კონსერვატორიის დიდი დარბაზი აიგო 1938-1941 წლებში კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქციის დროს (არქ. შ. თავაძე). საზეიმოდ გაიხსნა 1942 წლის 28 იანვარს და დღიდან დაარსებისა თბილისის საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. სხვადასხვა წლებში ამ დარბაზში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, მათ შორის ვ. ფერერო, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, ლ. კოგანი, გ. ნეიჰაუზი, მ. როსტროპოვიჩი, ე. ობრაზცოვა, ნ. გუტმანი, ზ. ანჯაფარიძე, ლ. ლეონსკაია, ა. ვირსალაძე, დ. ანდღულაძე, ნ. ანდღულაძე, თ. ამირეჯიბი, მ. იაშვილი, ე. ვირსალაძე, ლ. ისაკაძე, თ. გაბარაშვილი და სხვა. 60 - იანი წლებიდან, პოლიტიკური დათბობის პირობებში, აღდგა უცხოელი მუსიკოსების გასტროლების ტრადიცია თბილისში. 1963 წელს მოხდა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში “Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანის კურთხევა. 80 - იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათი წლის შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. იმ დროისათვის კონსერვატორიის რექტორის, პროფესორ მ. დოიჯაშვილის ინიციატივით 90 - იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო დარბაზის აღდგენა - რეკონსტრუქცია. 1997 წლიდნ იგი კვლავ იქცა დედაქალაქის მნიშნელოვან კულტურულ ცენტრად. დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო საოპერო სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს აქვს საკუთარი ციფრული ხმისჩამწერი სტუდია, “Steinway&Sons” - ის ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს. 1997 წლიდან დიდ დარბაზში ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი `საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსები, ტარდება კლასიკური და ხალხური მუსიკის კონცერტები, მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები, აგრეთვე საქართველოს მუსიკოს- შემსრულებელთა და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსები. 

მერი დავითაშვილი

მერი დავითაშვილი (1924-1914) - გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი,  საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. 1946წელს მან დაამთავრა კონსერვატორია პროფ. ანტონ ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1962-92 წლებში იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 
მერი დავითაშვილი საბავშვო მუსიკის აღიარებული ოსტატია, რომლის შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობს.  1973 წლიდან ის ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში და ქართულ სამუსიკო გიმნაზიაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით მუსიკოსთა თაობები აღიზარდა. მნიშვნელოვანია მისი აქტიური თანამშრომლობა ბავშვთა მუსიკალური აღზრდის საქმეში საერთაშორისო ორგანიზაცია ISME-სთან (მუსიკალური განათლების საერთაშორისო ორგანიზაცია); მონაწილეობა კონფერენციებში, სიმპოზიუმებში შვეიცარიაში, რუსეთში, ჩეხეთში, უნგრეთში და სხვა ქვეყნებში.
მერი დავითაშვილი 500-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოების ავტორია; მათ შორისაა ორი ოპერა- “ქაჯანა” და “ნაცარქექია”, ბალეტი “მზის ქორწილი”, სამი საფორტეპიანო კონცერტი, ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, პოემა ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, საორკესტრო სუიტები, ვოკალური ციკლები ანა კალანდაძის ტექსტებზე, საფორტეპიანო ციკლები, პიესები, მრავალი სიმღერა და სხვა. ნაყოფიერია მისი მოღვაწეობა თეატრისა და კინოს მუსიკის სფეროში: კინოფილმები “მანანა”, “პაპა გიგია”, ,,მტრობა”; ნახატი ფილმები “წუნა და წრუწუნა”, “ჩხიკვთა ქორწილი” და სხვა.
ქართულ მუსიკალურ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მერი დავითაშვილი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
კონკურსისათვის შერჩეული სავალდებულო ნაწარმოები, საფორტეპიანო პიესა „ხორუმი“, კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა  1947 წელს შექმნა. პირველად შესრულდა თბილისში, 1948 წელს საბჭოთა მუსიკის დეკადაზე, ჰენრიხ ნეიჰაუზის მოწაფის, ქსენია ჯიქიას მიერ. „ხორუმი“ გამოიცა 1951 წ; ახალი რედაქცია გამოიცა 2005 წ. 
„ხორუმი“ საბრძოლო შინაარსის საფერხულო წყობის უძველესი ხალხური ცეკვაა (5/8 ზომით), რომელსაც ტრადიციულად მამაკაცები ასრულებენ. 
მ. დავითაშვილის „ხორუმი“ ამ ტრადიციული ცეკვის ფორტეპიანოზე აჟღერების წარმატებული ცდაა, სადაც ხალხური ცეკვის სტიქიას კომპოზიტორი შესატყვისი განწყობით, საფორტეპიანო ფაქტურითა და ბგერითი პალიტრით გადმოგვცემს. 

 

დანიილ ცვეტკოვი (რუსეთი) - გრან-პრი - 15, 000 აშშ დოლარი და სამახსოვრო მედალი
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ჯილდო ,,ნახევარფინალში სოლო პროგრამის საუკეთესო შესრულებისათვის” მოოქრული ბრინჯაოს მცირე ქანდაკება ,,მუზა”.
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიზი უცხოელ მონაწილეს ,,ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის” 1000 აშშ დოლარი.
 

თამარ ბერაია (საქართველო) - I პრემია - 10, 000 აშშ დოლარი ,,ბობ მეიერის პრემია” და სამახსოვრო მედალი 
- „ინტელექტბანკის” პრიზი ,,საუკეთესო ქართველ შემსრულებელს” წლიური სტიპენდია 1200 აშშ დოლარი.

- ,,საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა დახმარების ფონდ ,,სოლო“- ს ჯილდო ,,საუკეთესო ქართველ შემსრულებელს“ კონცერტი ავსტრიაში;

- ეთერ ანჯაფარიძის საგანგებო ჯილდო ,,ყველაზე ახალგაზრდა ქართველ ლაურეატს” – გამოსვლები ჩიკაგოს დე პოლის უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში და მონაწილეობა მასტერკლასების სერიაში ,,ამერკლავიერ“
 

ხატია ბუნიათიშვილი (საქართველო) - II პრემია - 7, 000 აშშ დოლარი და სამახსოვრო მედალი
- თბილისის მერიის ჯილდო ,,არტისტიზმისთვის” _ ბრინჯაოს მცირე ქანდაკება ,,ჯადოსნური ბგერა”;

- ,,ლუდომუსიკის“ სკოლის ჯილდო ,,საუკეთესო ქართველ შემსრულებელს“ – კონცერტი პარიზში კორტოს დარბაზში (11.01.2006);


დენის ჟდანოვი (უკრაინა) IV პრემია - 4, 000 აშშ დოლარი და სამახსოვრო მედალი
- ,,ინტელექტბანკის” პრიზი ,,II ტურში კლასიკური სონატის საუკეთესო შესრულებისათვის” 1000 აშშ დოლარი.

 

  • ფინალს მიღმა დარჩენილ საუკეთესო ნახევარფინალისტად დასახელდა მარტინ ტომას დენ ჰენგსტი (ნიდერლანდები) და გადაეცა მაია    ადამია-გრიფინის წამახალისებელი პრიზი 500 აშშ დოლარის ოდენობით.
  • საპატიო სტუმრის - ანაროზა ტადეის პრიზი 500 ევროს ოდენობით გადაეცა ყველაზე ახალგაზრდა ქართველ მონაწილეს - ანა ღლიღვაშვილს.
     
  • ნახევარფინალისტებს გადაეცათ დიპლომები.
  • ნახევარფინალის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის პრიზით - III ტურის ჩანაწერით  კომპაქტდისკზე.
     

კონკურსის ანგაჟემენტები გამარჯვებულთათვის:
 

  • ,,ნიუპორტის მუსიკალური ფესტივალი“- ნიუპორტი, აშშ (2006, ივლისი);
  • ,,ბუზონის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი”- ბოლცანო, იტალია (2006/2007);
  • ,,უბედას მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი”- უბედა, ესპანეთი (2006, მაისი/ივნისი);
  • ,,საერთაშორისო ფესტივალი ,,მუსიკალური ოლიმპი” - სანქტპეტერბურგი, რუსეთი (2006, მაისი/ივნისი);
  • ,,საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის IX    საერთაშორისო ფესტივალი. თბილისი, საქართველო (2006, დეკემბერი);
  • ,,კულტურის ასოციაცია ,,არაბა ფენიჩეს”, საკონცერტო სეზონი - ტერნი, იტალია (2006/2007);
  • ,,ფ. ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი” - უტრეხტი, ნიდერლანდები (სამდღიანი მასტერკლასი და კონცერტი, 2006);
  • ,,ვ. ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი”, ორი კონცერტი კიევის და ჩერნიგოვის ფილარმონიებში -  უკრაინა (2006, ნოემბერი);
  • ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია - ერევანი, სომხეთი (2006);
  • საფორტეპიანო ფესტივალი ეილატში - (არტურ რუბინშტეინის სახელობის Pიანო Mასტერ კონკურსი) - ისრაელი (2007)
  1. ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსული - ქ-ნი ევა ბერგერი 
  2. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - ბ-ნი ჯონ ტეფტი
  3. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩი - ბ-ნი დონალდ მაკ ლარენი 
  4. ისრაელის სახელმწიფოს ელჩი - ბ - ნი შათბაი ცური
  5. იტალიის რესპუბლიკის ელჩი - ბ - ნი ფაბრიციო რომანო 
  6. ნიდერლანდების სამეფოს ელჩი - ბ - ნი ონო ელდერენბოსი 
  7. რუსეთის ფედერაციის ელჩი - ბ - ნი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი
  8. საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი - ბ - ნი ფილიპ ლეფორტი 
  9. სომხეთის რესპუბლიკის ელჩი - ბ - ნი გიორგი ხოსროევი
  10. შვეიცარიის ელჩი - ბ - ნი სტეფან სპეკი 

მარცხნიდან მარჯვნივ:

  1. დიჯაო ჯო (ჩინეთი, III პრემია) 
  2. დანიილ ცვეტკოვი (რუსეთი, გრან-პრი) 
  3. თამარ ბერაია (საქართველო, I პრემია) 
  4. ხატია ბუნიათიშვილი (საქართველო, II პრემია) 
  5. დენის ჟდანოვი (უკრაინა, IV პრემია) 
  6. ინა ჭარუაშვილი (საქართველო, V პრემია)

 

        პირველი რიგი
მარცხნიდან მარჯვნივ: 

  1. მიშელ დალბერტო (საფრანგეთი)
  2. მარსელ ბოდე (ნიდერლანდები)
  3. მარია ტიპო (იტალია)
  4. მანანა დოიჯაშვილი (საქართველო) თავმჯდომარე
  5. დუბრავკა ტომშიჩი (სლოვენია)
  6. ნანა დიმიტრიადი (საქართველო)

      მეორე რიგი
მარცხნიდან მარჯვნივ:

  1. უორენ ტომსონი (ავსტრალია)
  2. აგუსტინ ანიევასი (აშშ)
  3. ნოელ ფლორესი (ავსტრია)
  4. ვილი სარქისიანი (სომხეთი)
  5. დიმიტრი ალექსეევი (რუსეთი / დიდი ბრიტანეთი)
  6. ოლეგ მაიზენბერგი (ავსტრია)
  7. რევაზ თავაძე (საქართველო)

    მაია ადამია-გრიფინი - ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი (საქართველო-დიდი ბრიტანეთი) 

დიმიტრი ალექსეევი - ,,განცვიფრებული ვარ კონკურსის მონაწილეთა პროფესიული დონით, ქართველი პიანისტებით და საერთოდ ყოველივე იმით, რაც კეთდება თბილისის კონსერვატორიაში. მისი შეიძლება შეშურდეს მსოფლიოს ნებისმიერ კონსერვატორიას. შეიძლება ითქვას საქართველოშო რაღაც პიანისტური ბუმია!“

უორენ ტომსონი - ,,თბილისის III საერთაშორისო კონკურსმა დიდი აღიარება მოიპოვა მთელ მსოფლიოში. ამის დასტური კი გახლავთ ის ასამდე განაცხადი, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შემოვიდა თბილისის კონკურსის სახელზე. … ამ კონკურსზე მრავალი შემსრულებლის ინდივიდუალობა წარმოჩინდა, რომელსაც ეს გამარჯვება დაეხმარება მომდევნო კარიერაში“.

დუბრავკა ტომშიჩი – ,,ვფიქრობ კონკურსის დონე საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით გაოცებული ვარ თქვენი, ქართველების ნიჭიერებით. გარდა ამისა, თავად კონკურსი ძალზე კარგად არის ორგანიზებული“.

მარია ტიპო - ,,ეს ნამდვილად ძალიან მაღალი დონის კონკურსია. მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა მონაწილეთა ასაკს. ბევრი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა, 16 - 18 წლისა... ქართველი შემსრულებლები ნამდვილად დიდებულნი არიან“.

მარკ მალკოვიჩი III – ,,მე მერგო პრივილეგია გავცნობოდი ქართველებს, ჩავწვდომოდი მათ სულიერ სიმდიდრეს და გამეთავისებინა თუ რაოდენ აღმატებული სულიერი კატეგორიებით საზრდოობს ეს ერი. მსოფლიო რანგის მუსიკოსმა, მანანა დოიჯაშვილმა თავის გარშემო ღირსეული კოლეგები შემოიკრიბა_ დირექტორატი, რომელსაც ნამდვილად უყვარს მუსიკა და პატივს სცემს მუსიკოსებს. პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი ნამდვილად მსოფლიო დონეზე ჩატარდა”.


ოლეგ მაიზენბერგი - ,,კონკურსის შთაბეჭდილებები ძალიან ძლიერია, სასიამოვნო ატმოსფეროა, ქართველი შემსრულებლები ძალზედ კარგად არიან მომზადებულნი. ბევრია ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელთა მოსმენა საინტერესოა. კონკურსი არაჩვეულებრივად არის ორგანიზებული”.

იოსი ტავორი - ,,თბილისის კონკურსზე მივიღე უდიდესი სიამოვნება არა მარტო სტუმართმოყვარების, არამედ კონკურსის დონის, ჟიურის მუშაობისა და იმ წესრიგისაგან, რომლისაც შეიძლება შეშურდეს ნებისმიერ კონკურსს. ძალიან მსიამოვნებს იმის თქმა, რომ ქართული პიანისტური სკოლა ნამდვილად სერიოზულ საუბარს იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ახალი თაობა მსოფლიო საკონცერტო ესტრადაზე გამოსვლისთანავე მოიპოვებს აღიარებას და სახელგანთქმული ქართველი პიანისტების რიცხვი რამდენადმე გაიზრდება... მსგავსი კონკურსის მოწყობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სწორ არჩევანში ქალბატონ მანანას ნიჭი და დიდი პედაგოგიური გამოცდილება დაეხმარა“.

ანდრეი უსტინოვი - ,,დღეს, პოსტსაბჭოურ სივრცეში, თბილისური შეჯიბრი არის ერთადერთი, რომელიც შეესაბამება სერიოზული საერთაშორისო კონკურსის ,,კანონებს”: ჩატარების რეგულარობა (ოთხ წელიწადში ერთხელ), მონაწილეთა ჭეშმარიტად საერთაშორისო შემადგენლობა, ჟიურის 13 წევრიდან მხოლოდ სამი - მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, სოლიდური საპრიზო ფონდი და მრავალი სპეციალური პრიზი. კონკურსის ინიციატორისა და დირექტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მანანა დოიჯაშვილის გუნდი მომდევნო კონკურსზე მუშაობას წინას დამთავრებისთანავე იწყებს; გააზრებულია ყოველი დეტალი, უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში ჩატარებული ყველა ღონისძიება: კენჭისყრიდან დაწყებული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებით და დაჯილდოების ცერემონიალით დამთავრებული”.

V პრემია, ინა ჭარუაშვილი, საქართველო

V პრემია, ინა ჭარუაშვილი, საქართველო

IV პრემია, დენის ჟდანოვი, უკრაინა

IV პრემია, დენის ჟდანოვი, უკრაინა

III პრემია, დიჯოუ ჯაო, ჩინეთი

III პრემია, დიჯოუ ჯაო, ჩინეთი

II პრემია, ხატია ბუნიათიშვილი, საქართველო

II პრემია, ხატია ბუნიათიშვილი, საქართველო

I პრემია, თამარ ბერაია, საქართველო

I პრემია, თამარ ბერაია, საქართველო

I პრემია, თამარ ბერაია, საქართველო

გრან - პრი, დანიილ ცვეტკოვი, რუსეთი

გრან - პრი, დანიილ ცვეტკოვი, რუსეთი.

III პრემია, დიჯოუ ჯაო, ჩინეთი