პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი

პიანისტთა თბილისის მეოთხე საერთაშრისო კონკურის ჩატარდა 1-14 ოქტომბერს, თბილისში. კონკურსზე შემოვიდა 140-მდე განაცხადი 18 ქვეყნიდან. შესარჩევი მოსმენის შედეგად კონკურსზე დაუშვეს 43 მონაწილე 15 ქვეყნიდან. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 25-მა მონაწილემ 11 ქვეყნიდან (საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, იტალია, ეკუადორი, პერუ, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, იაპონია). 
1 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში ჩატარდა კენჭისყრა. კონკურსის საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდა კონკურსის ჟიურის წევრი, ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. IV ტურზე ფინალისტებს თანხლებას უწევდა ე. მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ანდრეს მუსტონენი (ესტონეთი). კონკურსის საზეიმო დახურვა და ლაურეატთა გალა კონცერტი ჩატარდა 14 ოქტომბერს. 
ტრადიციულად კონკურსის ფარგლებში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა ჟიურის წევრების – სერჯიო პერტიკაროლის (იტალია), სიუზან სტარის (აშშ), ემანუელ კრასოვსკის (ისრაელი), პიტერ დონოჰიუს (დიდი ბრიტანეთი) და საპატიო სტუმრის ჟან-პოლ სევილას (საფრანგეთი) მასტერკლასები.

 

კონსერვატორიის დიდი დარბაზი 1938-1941 წლებში კონსერვატორიის შენობის პირველი რეკონსტრუქციის დროს (არქ. შალვა თავაძე) აიგო. იგი საზეიმოდ 1942 წლის 28 იანვარს გაიხსნა. 1963 წელს მოხდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში “Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანის კურთხევა. მისი ტემბრული და რეგისტრული თავისებურებები დარბაზის აკუსტიკაზე იყო გათვლილი. წლების მანძილზე მასზე უკრავდნენ ცნობილი ორგანისტები, მათ შორის, ისაი ბრაუდო, ჟან გიიუ, ჯეიმს დალტონი, ჰუგო ლეპნურმი, ლეონიდ როიზმანი, ვალტერ შეტელიხი, გარი გროდბერგი. დიდი დარბაზის ორგანთან არის დაკავშირებული ცნობილი ქართველი ორგანისტის ეთერ მგალობლიშვილის მოღვაწეობა. 
10 წლის მანძილზე (1987-1997) დიდი დარბაზი არ ფუნქციონირებდა. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით და სახელმწიფოს დახმარებით მოხდა დარბაზის აღდგენა და განახლება, რის შედეგადაც დარბაზი კვლავ დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებას დაუბრუნდა; ხოლო 1998 წელს საქართველოს პარლამენტის და გერმანიის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ორგანის რესტავრაცია.
დიდი დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის, ხოლო საორკესტრო ორმო საოპერო სტუდიის სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა. დიდ დარბაზს აქვს ციფრული ხმისჩამწერი სტუდია, ორგანი, “Steinway & Sons” ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს.
1997 წლიდან დიდ დარბაზში ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი `საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოსები, ტარდება კლასიკური და ხალხური მუსიკის კონცერტები, მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები, აგრეთვე საქართველოს მუსიკოს- შემსრულებელთა და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსები, ჯაზის საღამოები, სამხატვრო გამოფენები, წიგნების პრეზენტაციები.

 

ნოდარ გაბუნია

ნოდარ გაბუნია - (1933-2000) გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982 წ), ზ.ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი (1985 წ), თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1984-2000 წწ), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი  (1973-1979 წწ) და თავმჯდომარე (1996-1997 წწ). დაამთავრა მოსკოვის კონცერვატორია (1957 წ) და ასპირანტურა (1961 წ) ფორტეპიანოს განხრით (ა.გოლდენვეიზერის კლ), ხოლო 1962 წ კომპოზიციის განხრით (ა.ხაჩატურიანის კლ). 1962 წლიდან მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ეწეოდა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას, როგორც პიანისტი (შეასრულა ბეთჰოვენის ყველა სონატა 1970 წ). იყო ბ. ბარტოკის შემოქმედების აქტიური პროპაგანდისტი. 
ნ. გაბუნია ავტორია: 2 მუსიკალური კომედიის (1973, 1979 წწ), 2 სიმფონიის (1972, 1984), 3 საფორტეპიანო კონცერტის (1961, 1976, 1986); აგრეთვე სონატები ფორტეპიანოსთვის, 2 სიმებიანი კვარტეტი, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, მათ შორის ”იგავი” (სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, 1964 წ. დაჯილდოვებულია იუნესკოს საერთაშორისო პრემიით - 1965), საფორტეპიანო პიესების ციკლები, მუსიკა თეატრისა და კინოფილმებისთვის და სხვ.
ნოდარ გაბუნიამ აღზარდა ახალგაზრდა პიანისტთა მთელი პლეადა, რომლებიც წარმატებით გამოდიან დიდ საკონცერტო ესტრადაზე (ვ. შიუკაშვილი, ნ. წვერელი, ნ. კასრაძე, ქ. ბადრიძე და სხვ). 2002 წლიდან არსებობს ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა რესპუბლიკური კონკურსი.
კონკურსზე სავალდებულო ნაწარმოების სახით შეირჩა ნოდარ გაბუნიას 1962 წელს შექმნილი "იმპროვიზაცია და ტოკატა". ნაწარმოებში ხდება ქართული რიტმებისა და ინტონაციების შერწყმა დასავლური მუსიკის ტრადიციებთან და ამავე დროს, ცხადად ისმის ჯაზის ელემენტებიც.  მისი  შესრულება მრავალფეროვან ბგერით პალიტრას, რიტმულ სიზუსტეს, პიანისტურ თავისუფლებას, ფორმისა და ნაწარმოების დრამატურგიული განვითარების განსაკუთრებულ აღქმას მოითხოვს. 

 

ევგენი ბრახმანი (რუსეთი)  - I პრემია - 10, 000 აშშ დოლარი და სამახსოვრო მედალი. 
- თბილისის მერიის ჯილდო – არტისტიზმისთვის - ბრინჯაოს მცირე ქანდაკება “ჯადოსნური ბგერა”;
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ჯილდო ნახევარფინალში სოლო პროგრამის საუკეთესო შესრულებისათვის - მოოქრული ბრინჯაოს მცირე ქანდაკება ,,მუზა”.


დინარა კლინტონი (უკრაინა)  - II პრემია - 7, 000 აშშ დოლარი და სამახსოვრო მედალი
- პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს პრემია - შოპენის ეტიუდის საუკეთესო შესრულებისათვის - 1, 000 აშშ დოლარი;
- “ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული კონკურსი”-ს პრემია - უცხოელ მონაწილეს ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის _ 1, 000 აშშ დოლარი.
 

ვახტანგ ჟორდანია (საქართველო) - III პრემია – 5, 000 აშშ დოლარი “ბობ მეიერის პრემია” და სამახსოვრო მედალი. 
- საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის პრემია _ II ტურში კლასიკური სონატის საუკეთესო შესრულებისათვის _ 1, 000 აშშ დოლარი.
- `კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის” დამფუძნებლის და დირექტორის, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პრემია - სტიპენდია საუკეთესო ქართველ შემსრულებელს – 1, 000 აშშ დოლარი

 

  • საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის პრემია  - “ალფრედ კორტოს სახელობის პრემია” - რომანტიული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის  - 3, 000 აშშ დოლარი  - ნათია ბერაია, ანა ღლიღვაშვილი (საქართველო).
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პრემია - ბახის პრელუდია და ფუგის საუკეთესო შესრულებისათვის _ 1, 000 აშშ დოლარი თინათინ კიკნაძე (საქართველო).
  • იტალიის რესპუბლიკის საელჩოს პრემია - სკარლატის სონატის საუკეთესო შესრულებისათვის - 1, 000 აშშ დოლარი – ანდრეს ანასკო (ეკუადორი).
  • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს პრემია - ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტს - 1, 000 აშშ დოლარი – ანა გოგავა (საქართველო).
  • კორპორაცია BAGEBEY CITY GROUP -ის პრემია - ქართველ მონაწილეს ქართველი კომპოზიტორის სავალდებულო საკონკურსო ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის - 1, 000 აშშ დოლარი – თინათინ კიკნაძე (საქართველო).
  • მაია ადამია-გრიფინის წამახალისებელი პრემია _ ფინალს მიღმა დარჩენილ საუკეთესო ნახევარფინალისტს -500 აშშ დოლარი ნათია ბერაია (საქართველო).
     
  • ნახევარფინალისტებს გადაეცათ დიპლომები.
  • ნახევარფინალის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის პრიზით - III ტურის ჩანაწერით კომპაქტდისკზე.


საკონცერტო ანგაჟემენტები გამარჯვებულთათვის:
 

  • მასტერკლასი და კონცერტი ვრედენბურგის ფესტივალზე “With Liszt through Europe” - ორგანიზატორი: ,,ფ. ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი” _ უტრეხტი, ნიდერლანდები (2009, ოქტომბერი/ნოემბერი);
  • საშობაო კონცერტი _ ორგანიზატორი:  “ახალგაზრდა პიანისტთა ფონდის (YPF) ეროვნული საფორტეპიანო კონკურსი _ ნიდერლანდები (2009, დეკემებერი);
  • “ნიუპორტის მუსიკალური ფესტივალი”- ნიუპორტი, აშშ (2010, ივლისი);
  • “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალი _ თბილისი, საქართველო (2010, დეკემბერი);
  • “კონცერტი საუკეთესო ქართველ შემსრულებელს ე. მიქელაძის სახ. საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორგანიზატორი: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი - თბილისი, საქართველო (2010);
  • “კონცერტი “Cortot Hall”_ში ორგანიზატორი: სკოლა “LUDOMUSIC”-ის დირექტორი მარინა კობიაშვილი - პარიზი, საფრანგეთი (20010);
  • კონცერტი კიევში, ორგანიზატორი: “ვ. ჰოროვიცის ხსოვნის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი” - კიევი, უკრაინა (2010);
  • ფესტივალი “Deutschlandberger Klavierfruhling”– გერმანია (2010, გაზაფხული);
  • ორი კონცერტი პოლონეთში - საკონცერტო დარბაზი “შოპენის ცენტრი” (ვარშავა); ლოძის ფილარმონია – ორგანიზატორი: `შოპენის ინსტიტუტი (2010, მარტი);
  • კონცერტი ავსტრიაში საუკეთესო ქართველ შემსრულებელს – ორგანიზატორი: საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა დახმარების ფონდი SOLO (2010, მარტი)

კომპანია მაგთი

-    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბ-ნი ჯონ ბასი
-    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ქ-ნი პატრიცია ფლორი
-    ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი ბ-ნი ტომას ლუკი
-    იტალიის რესპუბლიკის ელჩი ბ-ნი ვიტორიო სანდალი
-    პოლონეთის რეპუბლიკის ელჩი ქ-ნი ურსულა დოროშევსკა
-    საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი ბ-ნი ერიკ ფურნიე
-    ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ბ-ნი ივან ჯესტრაბი

 

გრან - პრი არ გაიცა

მარცხნიდან მარჯვნივ:

  1. III პრემია – ვახტანგ ჟორდანია (საქართველო)
  2. V პრემია – შჩიპიონე სანჯოვანი (იტალია)
  3. I პრემია - ევგენი ბრახმანი (რუსეთი)
  4. II პრემია - დინარა კლინტონი (უკრაინა)
  5. IV პრემია – ჯულიანო მაცოკანტე (იტალია)
  6. III პრემია – შჩეპან კონჩალი (პოლონეთი)

პირველი რიგი,
​მარცხნიდან მარჯვნივ:

  1. აქილეს დელ ვინი     (არგენტინა) 
  2. ნინო კერესელიძე     (საქართველო/ესპანეთი) 
  3. მანანა დოიჯაშვილი    (საქართველო) თავჯდომარე
  4. სიუზან სტარი     (აშშ)
  5. პიტერ კოსე      (ავსტრია) 
  6. ბაო ქვიჩაო      (ჩინეთი)

მეორე რიგი,
მარცხნიდან მარჯვნივ:

  1. ოლივიე გარდონი     (საფრანგეთი)
  2. ფილიპ ჯენკინსი    (დიდი ბრიტანეთი)
  3. ჯონ რუსი     სამხრეთ აფრიკა
  4. პიტერ დონოჰიუ     (დიდი ბრიტანეთი)
  5. ემანუელ კრასოვსკი    (ისრაელი) 
  6. სერჯიო პერტიკაროლი    (იტალია) 
  7. ალექსანდრე კორსანტია      (საქართველო)

მაია ადამია-გრიფინი - ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი (საქართველო-დიდი ბრიტანეთი) 

 

ოლივიე გარდონი _ ,,კონკურსი არაჩვეულებრივად არის ორგანიზებული, ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული მუშაობისათვის, რაც უდავოდ ქალბატონ მანანა დოიჯაშვილის დამსახურებაა. კონკურსანტთა საერთო დონე საკმაოდ მაღალია. ქართველებს დიდი საფორტეპიანო ტრადიციები გაგაჩნიათ, რასაც ასე ფაქიზად გადასცემთ ახალგაზრდა თაობებს”.

უორენ ტომსონი _ ,,მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის კონკურსს ვესწრები ასეთ მშვენიერ გარემოში. საორგანიზაციო მხარეს რაც შეეხება, უბრალოდ აღმაფრთოვანებელია, გასაოცარია! კარგად ვიცი, თუ რა დიდი ძალიხმევა და შრომა ჭირდება კონკურსის ორგანიზებას; თბილისში ამას ვხედავ და ვაფასებ!”

აქილეს დელ ვინიე _ ,,მსოფლიოში ძალიან ბევრი სხვადასხვა დონის კონკურსი ტარდება. პიანისტთა თბილისის მეოთხე საერთაშორისო კონკურსი მაღალი რანგის კონკურსთა რიცხვს მიეკუთვნება. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისი ეს ნამდვილი აღმოჩენაა ჩემთვის. დიდი მდლობა შესანიშნავი კონკურსისთვის, შესანიშნავი დღეებისთვის, შესანიშნავი მეგობრობისთვის და ყველაფრისთვის”...

მარკ კასტელანი _ ,,გაოცებული ვარ და აღფრთოვანებული ჟიურისთვის, საპატიო სტუმრებისა და კონკურსანტებისთვის შექმნილი პირობებით, საოცარი აკუსტიკის მქონე საკონცერტო დარბაზებით, შესანიშნავი ინსტრუმენტებით. იმ გარემოთი, რომელშიაც კონკურსი მიმდინარეობს”.

ჯონ რუსი _ ,,თბილისის კონკურსის უნიკალურობა მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, დაწყებული გეოგრაფიული მდებარეობით, დამთავრებული ტრადიციებითა და თანდაყოლილი მუსიკალურობით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კონკურსანტების შერჩევის ობიექტური პრინციპი, რაც გამორიცხავს ამა თუ იმ კონკურსანტზე მსჯელობით მიღებულ გადაწყვეტილებას”.
ფილიპ ჯენკინსი _ ,,კონკურსი ნამდვილად უნაკლოდაა ორგანიზებული; ყველა პირობაა შექმნილი ჟიურის კომფორტული მუშაობისათვის”.

ემანუელ კრასოვსკი _ ,,კონკურსი ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული და საოცრად თბილი ატმოსფერო სუფევს. თბილისში თავი მოიყარეს ნიჭიერმა, ჩამოყალიბებულმა და საინტერესო მუსიკოსებმა, რაც თავისთავად სასიხარულოა და შესაშური მრავალი საერთაშორისო კონკურსისთვის”.

იოკო ცუნეკავა _ ,,კონკურსის საერთო დონე მართლაც ძალიან მაღალია. მოვიხიბლე ქართველი მონაწილეებით - ძლიერი პიროვნულობა, შინაგანი ექსპრესია და კარგი ტექნიკური შესაძლებლობები მათ ნამდვილად გამოარჩევთ. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო დიდი დარბაზის შესანიშნავი აკუტსტიკა”.

პიტერ დონოჰიუ _ ,,მე მხოლოდ შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება კონკურსის საორგანიზაციო მხარეზე - ის აბსოლუტურად ფანტასტიურია. ყველაფერმა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება... მე არა ვარ გამოცდილი ჟიურის წევრი. მე ვარ შემსრულებელი და დროის უმეტეს ნაწილს ვუკრავ, ჩემს ცხოვრებაში მე მხოლოდ 8 თუ 9 კონკურსზე ვიყავი ჟიურის წევრად. მაგრამ ეს კონკურსი ყველაზე შთამბეჭდავია”...

V პრემია, სანჯოვანი სციპიონე, იტალია

V პრემია, სანჯოვანი სციპიონე, იტალია

IV პრემია, ჯულიანო მაცოკანტე, იტალია

III პრემია, შჩეპან კონჩალი, პოლონეთი

III პრემია, შჩეპან კონჩალი, პოლონეთი

III პრემია, შჩეპან კონჩალი, პოლონეთი

III პრემია, ვახტანგ ჟორდანია, საქართველო

II პრემია, დინარა კლინტონი, უკრაინა

I პრემია, ევგენი ბრახმანი, რუსეთი

III პრემია, ვახტანგ ჟორდანია, საქართველო