საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მეშვიდე კონკურსი

კონკურსი დაარსდა 1995 წელს. კონკურსის დამფუძნებლები არიან: "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი", ქ. თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო; კონკურსის გენერალური სპონსორია “თიბისი ბანკი”. საქართველოს მუსიკოს–შემსრულებელთა კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, სამ ტურად, შემდეგი ოთხი სპეციალობით: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს 16–30 წლის ჩათვლით.  კონკურსი ითვალისწინებს, აგრეთვე, 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული კონკურსგარეშე მონაწილეთა მოსმენასაც ზემოთაღნიშნულ სპეციალობებში  (გარდა სოლო სიმღერისა). 

საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII კონკურსი ჩატარდება 2019  წლის 10-20 აპრილს, თბილისში. 

კონკურსის ჩატარების პირობები

 

1. საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა მეშვიდე კონკურსი ჩატარდება ქ. თბილისში 2019 წლის 10-20 აპრილს;

2. კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ შემდეგ სპეციალობებში: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები;

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკი 2019 წლის აპრილისათვის იქნება 16-დან 30 წლის ჩათვლით;

4. კონკურსგარეშე მოსმენაზე დაიშვებიან 16 წლამდე ასაკის, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები შემდეგ სპეციალობებში: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები; დასაშვებია ერთი ნებისმიერი პროგრამის შესრულება, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 15-20 წუთს ფორტეპიანოს სპეციალობაზე, ხოლო 10-15 წუთს სიმებიან და ჩასაბერ საკრავთა სპეციალობებზე;

5. კონკურსზე არ დაიშვებიან ის შემსრულებლები, რომელთაც წინა კონკურსებზე მიღებული აქვთ პირველი სამი პრემია და ლაურეატის წოდება;

6. კონკურსგარეშე მოსმენაზე არ დაიშვებიან წინა კონკურსებზე "საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილე" - დ დასახელებული შემსრულებლები;

7. კონკურსი ტარდება სამ ტურად; კონკურსის II ტურში დაიშვება I ტურში მონაწილეთა არა უმეტეს 50%-ისა; ფინალში კი არა უმეტეს ექვს-ექვსი მონაწილისა ყოველი სპეციალობიდან;

8. ყველა ტურის მოსმენა საჯაროა;

9. პროგრამები სრულდება ზეპირად;

10. ტურებში ნაწარმოების გამეორება დაუშვებელია (გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სოლო სიმღერის სპეციალობას);

11. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები დაუშვებელია;

12. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას წყვეტს კენჭისყრა ყოველ სპეციალობაზე ცალ-ცალკე; ეს თანმიმდევრობა შენარჩუნებული იქნება კონკურსის ბოლომდე;

13. ყოველი მონაწილე ვალდებულია დაესწროს კენჭისყრას, რომელიც შედგება 2019 წლის 10 აპრილს;

14. პირველი სამი პრემიის მფლობელი დაჯილდოვდება კონკურსის სამახსოვრო მედლით, დიპლომით და ფულადი პრემიით, დანარჩენი სამი კი კონკურსის დიპლომით და ფულადი პრემიით;

15.კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას იღებენ დასკვნით კონცერტში (ანაზღაურების გარეშე);

16. კონკურსის მსვლელობისას გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერი "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" საკუთრებაა.

 

 

პრემიები

 

1.  საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII კონკურსის პრემიები:

  • I პრემია   –  3000 ლარი და სამახსოვრო მედალი
  • II პრემია  –  2000 ლარი და სამახსოვრო მედალი
  • III პრემია –  1000 ლარი და სამახსოვრო მედალი

2. ფინალურ ტურში გასულ დანარჩენ მონაწილეებს ენიჭებათ დიპლომი და ფულადი                                                                  

     პრემია – 500 ლარი;

3. საუკეთესო კონცერტმაისტერებს ენიჭებათ დიპლომი და ფულადი პრემია – 500 ლარი;

4. საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილე დაჯილდოვდება დიპლომით;

 

 

საგანგებო ჯილდოები

 

კონკურსის და კონკურსგარეშე მონაწილეები შესაძლებელია დაჯილდოვდნენ სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით, პრემიებით, სტიპენდიებით

 

 

ჟიური

 

1. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;

2. პრემიები არ გაიყოფა;

3. ჟიურის წევრებს უფლება არა აქვთ კონკურსზე წარმოადგინონ თავისი მოსწავლეები,  

     რომლებიც კონკურსის ჩატარების პერიოდში ირიცხებიან მათ კლასში;

 4. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

 

 

მონაწილეთა მიღების პირობები

 

1. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;

2. მონაწილეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2019 წლის 8,9 აპრილს.

ფორტეპიანო

I ტური

1. ორი ვირტუოზული ეტიუდი:

- ერთი - ფ. შოპენი - თხზ. 10 ან  25-დან;

- მეორე - ფ. ლისტი ან ს. რახმანინოვი;

2. ი. ჰაიდნი, ლ. ვ. ბეთჰოვენი ან ფ. შუბერტი - სონატის I ნაწილი, დაწერილი სონატური ალეგროს ფორმით;

 

II ტური   (პროგრამის ხანგრძლივობა 30-35 წუთი)

1. ი. ს. ბახი - პრელუდია და ფუგა "კარგად ტემპერირებული კლავირის” I ან II ტომიდან;

2. ვ. ა. მოცარტი - ნებისმიერი სონატა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

4. პიესა შემსრულებლის შერჩევით;

 

III ტური

ნებისმიერი პროგრამა 40 – 45 წუთის ხანგრძლივობით

 

 

სოლო სიმღერა

ტური

1. XVII-XVIII სს. კომპოზიტორის არია;

2. XIX საუკუნის კომპოზიტორის არია;

3. რომანსი შემსრულებლის შერჩევით (დასაშებია ქართული, დასავლეთ ევროპული და რუსული);

 

II ტური

1. არია შემსრულებლის შერჩევით  (დასაშვებია ვ. ა. მოცარტის და ჯ. როსინის არიაც);

2. ქართველი კომპოზიტორის არია;

3. ხალხური სიმღერა;

 

III ტური

1. XIX-XX სს. კომპოზიტორის არია;

   (დასაშვებია არიის გამეორება - I ტურიდან N2 ან II ტურიდან N1)

2. XIX-XX სს. არია შემსრულებლის შერჩევით.

 

 

სიმებიანი საკრავები

ვიოლინო

I ტური

1. ი.ს. ბახი – ნებისმიერი სონატის I და II ნაწილი ან ჩაკონა;

2. ნ. პაგანინი – ერთ-ერთი კაპრისი (გარდა N13, 14, 15, 16, 18 და 20-ისა), ან გ. ვენიავსკი – ერთ-ერთი  კაპრისი შემდეგი ჩამონათვალიდან: თხზ.10, N2, 3, 4, 7, 8.

3. ვ.ა. მოცარტი – ნებისმიერი კონცერტის I ნაწილი;

 

II ტური

1. ლ. ვ. ბეთჰოვენი - ნებისმიერი სონატა მთლიანად ან XX საუკუნის კომპოზიტორის სონატა მთლიანად (ლ. იანაჩეკი, ფ. პულენკი, კ. დებიუსი, მ. რაველი, რ. შტრაუსი, ს. პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი, ბ. ბარტოკი, კ. შიმანოვსკი, ა. შნიტკე);

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი მთლიანად (შემსრულებლის შერჩევით);

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ვიოლა

I ტური

1. ერთი ეტიუდი ან კაპრისი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ფ.ა. ჰოფმაისტერი – ერთ-ერთი საკონცერტო ეტიუდი N1, 4, 5 ან 7;

- ბ. კამპანიოლი – ერთ-ერთი კაპრისი თხზ. 22, N5, 17, 18, 30, 32, 35 ან 41;,

- ნ. პაგანინი - 24 კაპრისი, თხზ.1;

- ი. პალაშკო - 10 საკონცერტო ეტიუდი, თხზ.44;

- პ. როდე - 24 კაპრისი, თხზ. 22 N2, 4, 8 ან 10;

- ი. დონტი - ეტიუდები და კაპრისები თხზ. 35 N2, 3, 5, 12, 13, 14 ან 17;

2. ნებისმიერი ორი ნაწილი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ი.ს. ბახი – სიუიტები სოლო ვიოლონჩელოსათვის BWV1007-1012;

- ი.ს. ბახი - სონატები და პარტიტები სოლო ვიოლინოსათვის BWV 1001-1006;

- მ. რეგერი – სიუიტები სოლო ალტისთვის: თხზ. 131d N1, 2 ან 3;

3. ერთერთი კონცერტის I ნაწილი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- გ.ფ. ჰენდელი – კონცერტი ალტისათვის სი მინორი;

-ფ.ა. ჰოფმაისტერი - კონცერტი ალტისათვის რე მაჟორი;

-  კ. სტამიცი - კონცერტი ალტისათვის რე მაჟორი, თხზ.1;

 

II ტური

1. ერთ-ერთი სონატა ალტისა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ი. ბრამსი – ფა მინორი, თხზ. 120, N1 ან მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 120 N 2;

- ფ. შუბერტი – `"არპეჯიონე" ლა მინორი;

- ა. ონეგერი - ლა მინორი, H.28;

- პ. ჰინდემიტი - თხზ. 11, N 5, თხზ.25 N 1 ან ერთი სონატა სოლო ალტისათვის;

- დ. შოსტაკოვიჩი – დო მაჟორი, თხზ. 147.

2. ერთი ნაწარმოები შემდეგი ჩამონათვალიდან:

- რ. შუმანი - ,,ზღაპრული სურათები”, თხზ. 113;

- ჯ. ენესკუ – საკონცერტო პიესა;

- კ.მ. ვებერი – "ანდანტე და უნგრული რაფსოდია", თხზ.35;

- მ. ბრუხი - რომანსი ფა მაჟორი, თხზ. 85

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (შემსრულებლის შერჩევით);

 

III ტური

კონცერტი მთლიანად, შემსრულებლის შერჩევით (I ტურში შესრულებულის გარდა)

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ჩელო

I ტური

1. ი.ს. ბახი – I ან II სიუიტიდან ორი ნებისმიერი ნაწილი ან  III სიუიტიდან პრელუდია და სარაბანდა, ან IV, V, VI სიუიტიდან პრელუდია სოლო ჩელოსათვის.

2. ერთი ეტიუდი ან კაპრისი სოლო ჩელოსათვის შემდეგი კომპოზიტორების ჩამონათვალიდან: ი. დოცაუერი, დ. პოპერი, ა. პიატი;

3. XVIII საუკუნის კომპოზიტორის სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ჟ.ბ.ს. ბრევალი - სონატა სოლ მაჟორი, მთლიანად;

- ჯ. ვალენტინი - სონატა მი მაჟორი I და II ნაწილი;

- ლ. ბოკერინი - სონატა ლა მაჟორი N6, I და II ნაწილი;

- ფ. ფრანგიორგი - სონატა მი მაჟორი, I და II ნაწილი;

 

 

II ტური

1. ერთი სონატა (მთლიანად) ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი კომპოზიტორების ჩამონათვალიდან: ლ.ვ. ბეთჰოვენი, ფ. შუბერტი (Arpeggione)  ი. ბრამსი, დ. შოსტაკოვიჩი, ს. პროკოფიევი, ბ. ბრიტენი.  

2. ერთი ვირტუოზული თხზულება ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი ჩამონათვალიდან:

- დ. პოპერი "ჯარა" ან "ელფების ცეკვა"

- ჩაიკოვსკი - "Pezzo caprioccioso"

3. ქართველი კომპოზიტორისერთო ნაწარმოები ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

 

 

III ტური

კონცერტი მთლიანად შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ი. ჰაიდნი - კონცერტი დო მაჟორი ან რე მაჟორი;

- რ. შუმანი - კონცერტი ლა მინორი;

- ა. დვორჟაკი - კონცერტი სი მინორი;

- პ. ჩაიკოვსკი - "ვარიაციები როკოკოს თემაზე";

- დ. შოსტაკოვიჩი - კონცერტი N1 მი-ბემოლ მაჟორი

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

კონტრაბასი

 I ტური

1. ი.ს. ბახი – პრელუდია სიუტიდან N2, რე მინორი;

2. ფ. სიმანდლი ან ე.შტროხი – ორი ეტიუდი;

3. ერთ-ერთი სონატა შემდეგი კომპოზიტორების ჩამონათვალიდან:

გ. ფ. ჰენდელი, მ. ეკელსი ან ბ. მარჩელო.

 

II ტური

1. სონატა შემდეგი კომპოზიტორების ჩამონათვალიდან:

ე. მიშაკი, ც. ფრანკი ან პ. ჰინდემიტი;

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი (შემსრულებლის შერჩევით); (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

 

ჩასაბერი საკრავები

ფლეიტა

I ტური

1. კ. ფ. ე. ბახი – სონატა ლა მინორი, H562;

2. ვ.ა. მოცარტი - რონდო რე მაჟორი, KV Anh184.

 

II ტური

1. ერთ-ერთი სონატა შემდეგ კომპოზიტორთა ჩამონათვალიდან:

- ფ. პულენკი;

- კ. რაინიკე - "უნდინე", თხზ. 167

- ბ. მარტინუ;

- ს. პროკოფიევი - სონატა რე მაჟორი, თხზ. 94;

- პ. ჰინდემიტი;

2. ერთერთი ვირტუოზული პიესა შემდეგი ჩამონათვალიდან:  

- გ. ფორე - ფანტაზია;

- ჯ. ენესკუ - კანტაბილე და პრესტო;

- ა. კაზელა - სიცილიანა და ბურლესკა, თხზ. 23;

- ჯ. ანდერსენი - ბალადა და სილფების ცეკვა, თხზ.5;

- ე. ბოცა - აგრესტიდი, თხზ.44;

- ა. ჟოლივე - ლინოსის სიმღერა;

- ჟ. ჰიუ - ფანტაზია.

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემსრულებლის შერჩევით:

- ვ.ა. მოცარტი – კონცერტი N1, სოლ მაჟორი, k313 ან N2, რე მაჟორი, K314;

 (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ჰობოი

I ტური

1. ა. ვივალდი – კონცერტი დო მაჟორი ან ლა მინორი ან ი.ს. ბახი – კონცერტი სოლ მინორი, BWV 1056R;

2. გ. ტელემანი – ნებისმიერი ფანტაზია სოლო ჰობოისათვის;

 

II ტური

1. ფ. პულენკი – სონატა;

2. ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ვ. ა. მოცარტი – კონცერტი N1, დო მაჟორი, K314;

- რ. შტრაუსი – კონცერტი დო მაჟორი AV 144, TrV 292

- ა. პასკული – კონცერტი ფა მაჟორი;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

კლარნეტი

I ტური

1. ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან: (I ან II-III ნაწილები)

- კ. მ. ვებერი – კონცერტი N1 ფა მინორი, თხზ. 73;

-  კ. მ. ვებერი N2 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 74;

- ფ. კრამარჟი – კონცერტი N1 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 36;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ფ. პულენკი – სონატა;

2. მე-20 საუკუნის კომპოზიტორის ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ვ. ა. მოცარტი – კონცერტი ლა მაჟორი, K. 622;

- კ. კურპინსკი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი;

- ბ. გრუზელი – კონცერტი N2, ფა მინორი, თხზ.5 ან კონცერტი  N3, სი-ბემოლ მაჟორი,   

  თხზ.11

- ლ. შპორი - კონცერტი N1, დო მინორი, თხზ.26 ან კონცერტი N4, მი მინორი, WoO20

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ფაგოტი

I ტური

1. ა. ვივალდის ნებისმიერი კონცერტი;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. კ. სენ-სანსი – სონატა (მთლიანად);

2. XX საუკუნის კომპოზიტორთა ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ვ.ა. მოცარტი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, K. 191;

- კ.მ. ვებერი - კონცერტი ფა მაჟორი, თხზ. 75

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

საყვირი

I ტური

1. ი. ჰაიდნი - კონცერტი მი-ბემოლ მაჟორი, I ნაწილი;

2. ერთ-ერთი ნაწარმოები შემდეგი ჩამონათვალიდან:

    - ა. გედიკე - საკონცერტო ეტიუდი;

    - ა. არუთინიანი - სკერცო;

    - მ. შოლოკოვი - სკერცო;

 

II ტური

1. ი.ს. ბახი – პრელუდია (დამუშავებული შ. გუნოს მიერ);

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი შემსრულებლის შერჩევით

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ვალტორნა

I ტური

1. ერთ-ერთი კონცერტის I ან II-III ნაწილები შემდეგი ჩამონათვალიდან:

- კ. მატისი – კონცერტი N1, ფა მაჟორი, თხზ. 12 ან კონცერტი N3, სოლ მაჟორი, თხზ.39;

- ვ.ა. მოცარტი - კონცერტი N 3, მი-ბემოლ მაჟორი, K477;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ი. ჰაიდნი – კონცერტი N2 რე მაჟორი, Hob. VIId:4 (I, ან II - III ნაწილები);

2. რ. დუკასი – ვილანელა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ვ.ა. მოცარტი – კონცერტი N4, მი-ბემოლ მაჟორი, K. 495;

- რ. შტრაუსი – კონცერტი N1, მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 11;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ტრომბონი

I ტური

1. ერთერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ფ. დავიდი – კონცერტინო მი-ბემოლ მაჟორი;

- ი. პაუერი - კონცერტი-ტრომბონეტა დო მაჟორი;

2. ვირტუოზული პიესა.

 

II ტური

1. ვ. ბლაჟევიჩი – კონცერტი N9 ან N10;

2. პიესა (შემსრულებლის შერჩევით);

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- რ. ალიბეგაშვილი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი;

- ა. ნესტეროვი - კონცერტი, თხზ. 11

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ტუბა

I ტური

1. ლებედევი – კონცერტინო ტუბისა და ფორტეპიანოსათვის ლა მაჟორი;

2. ორი პიესა - შემსრულებლის შერჩევით;

 

II ტური

1. ა. ვივალდი – სონატა (გადამუშავებული ლებედევის მიერ);

2. ერთი პიესა - შემსრულებლის შერჩევით;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

-ფ. დავიდი - კონცერტინო მი-ბემოლ მაჟორი;

-ვ. კიკტა - კონცერტი დო მაჟორი.

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

კონკურსში მონაწილეობის განაცხადი

 

1. კონკურსში მონაწილეობისათვის, კონკურსის დირექციაში შემოტანილ უნდა იქნას შევსებული ანკეტა- განაცხადი და სრული პროგრამა ტურების მიხედვით, არა უგვიანეს 2018 წლის 1 დეკემბრისა;

(გამოგზავნის თარიღი განისაზღვრება საფოსტო შტემპელის მიხედვით);

2. პროგრამის ხელმეორედ დაზუსტების საბოლოო ვადაა 2019 წლის 1 თებერვალი;

3. პროგრამაში, ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული;

 

მისამართი:  0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ.#8, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”, "საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მეშვიდე კონკურსის დირექცია”;

 

ანკეტა-განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:

 

1. დაბადების მოწმობის ასლი;

2. განათლების მოწმობის ასლი;

3. სხვა კონკურსების დიპლომების და ჯილდოების ასლები;

4. შემოქმედებითი ავტობიოგრაფია;

5. ბოლო პერიოდის მაღალი ხარისხის 2 შავ-თეთრი ფოტო-სურათი 9X12  (JPG ფაილით);

6. შესატანი თანხის (50 ლარი) საბანკო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (აპლიკანტის გვარის მითითებით).

 

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე:

ხაზინის ერთიანი ანგარიში

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება:

"საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”

ს/კ 203862016

ანგარიშსწორების ანგარიში - 743247499

 

 

•          განაცხადი და საბუთები მიიღება ერთდროულად; 

•          საბუთები და შეტანილი თანხა მონაწილეებს უკან არ დაუბრუნდებათ.

 

 

•           ანკეტა-განაცხადი

 

 

დამატებითი ინფორმაციის  მიღება  შეგიძლიათ  მისამართზე:

 

0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ.#8, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი,

"საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”,

"საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მეშვიდე კონკურსის დირექცია”;

ტელ: 292 24 46; ტელ/ფაქსი: 292 24 47;

ელ. ფოსტა: classica@classica.ge