საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მეშვიდე კონკურსი

კონკურსი დაარსდა 1995 წელს. კონკურსის დამფუძნებლები არიან: "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი", ქ. თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; კონკურსის გენერალური სპონსორია “თიბისი ბანკი”. საქართველოს მუსიკოს–შემსრულებელთა კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, სამ ტურად, შემდეგი ოთხი სპეციალობით: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს 16–30 წლის ჩათვლით.  კონკურსი ითვალისწინებს, აგრეთვე, 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული კონკურსგარეშე მონაწილეთა მოსმენასაც ზემოთაღნიშნულ სპეციალობებში  (გარდა სოლო სიმღერისა). საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა IV კონკურსი ჩატარდა 2007 წლის 15-27 აპრილს, თბილისში. 

ფორტეპიანო

 

I ტური

1. ორი ვირტუოზული ეტიუდი.

ერთი - ფ. შოპენი - თხზ. 10, 25-დან;

მეორე - ფ. ლისტი ან ს. რახმანინოვი;

2. ი. ჰაიდნი, ლ. ვან ბეთჰოვენი, ან ფ. შუბერტი - სონატის

I ნაწილი, დაწერილი სონატური ალეგროს ფორმით;

 

II ტური

1. ი. ს. ბახი - პრელუდია და ფუგა `კარგად ტემპერირებული კლავირის” I ან II ტომიდან;

2. ვ. ა. მოცარტი - ნებისმიერი სონატა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

4. პიესა შემსრულებლის შერჩევით;

 

III ტური

ნებისმიერი პროგრამა 40 – 45 წუთის ხანგრძლივობით

 

 

სოლო სიმღერა

 

ტური

1. XVII-XVIII სს. კომპოზიტორის არია (დასაშვებია ჯ. როსინის არია);

2. XIX საუკუნის კომპოზიტორის არია;

3. ქართული რომანსი;

 

II ტური

1. არია შემსრულებლის შერჩევით

 (დასაშვებია ვ. ა. მოცარტის და ჯ. როსინის არია);

2. ქართველი კომპოზიტორის არია;

3. სხვადასხვა სტილის 3 რომანსი;

4. ხალხური სიმღერა;

 

III ტური

1. არია XIX-XX სს. კომპოზიტორის ნაწარმოებიდან;

 (დასაშვებია არიის გამეორება - I ტურიდან #2 ან II ტურიდან #1)

2. XIX-XX სს. რომანსი.

 

 

სიმებიანი საკრავები

 

ვიოლინო

 

I ტური

1. ი.ს. ბახი – ნებისმიერი სონატის I და II ნაწილი;

2. ნ. პაგანინი – ერთ-ერთი კაპრისი (#13, 14, 15,

16, 20-ის გარდა), ან გ. ვენიავსკი – ერთი კაპრისი

თხზ. 10 #2, 3, 4, 7, 8-დან

3. ვ.ა. მოცარტი – ნებისმიერი კონცერტის I ნაწილი;

 

II ტური

1. ლ. ვ. ბეთჰოვენი - ნებისმიერი სონატა მთლიანად ან მე-20 საუკუნის კომპოზიტორის

სონატა მთლიანად (ლ. იანაჩეკი, ფ. პულენკი, კ. დებიუსი, მ. რაველი,

რ. შტრაუსი, ს. პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი, ბ. ბარტოკი, კ. შიმანოვსკი,

ა. შნიტკე);

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი მთლიანად (შემსრულებლის შერჩევით);

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ვიოლა

 

I ტური

1. ფ.ა. ჰოფმაისტერი – ერთ-ერთი საკონცერტო ეტიუდი (#1, #4, #5, #7), ან ბ. კამპანიოლი – ერთ-ერთი კაპრისი (#5, #17, #18, #30, #32, #35, #41), ან ნ. პაგანინი - ერთი კაპრისი შემსრულებლის შერჩევით;

2. ნებისმიერი ორი ნაწილი შემდეგი ჩამონათვალიდან: ი.ს. ბახი – სიუიტები სოლო ჩელოსათვის BჭV1001-1006; ი.ს. ბახი - სონატები და პარტიტები სოლო ვიოლინოსათვის BჭV1001-1006; მ. რეგერი – სიუიტები სოლო ალტისთვის: თხზ. 131დ #1, #2, #3.

3. I ნაწილი შემდეგი ჩამონათვალიდან: გ.ფ. ჰენდელი – კონცერტი ალტისათვის ჰ-მოლლ; ფ.ა. ჰოფმაისტერი - კონცერტი ალტისათვის D-დურ; კ. სტამიცი - კონცერტი ალტისათვის D-დურ;

 

II ტური

1. ერთ-ერთი სონატა ალტისა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი ჩამონათვალიდან: ი. ბრამსი – ფ-მოლლ თხზ. 120 #1; Eს-დურ თხზ. 120 #2; ფ. შუბერტი – `არპეჯიონე~; ა. ონეგერი; პ. ჰინდემიტი; დ. შოსტაკოვიჩი – თხზ. 147. 2. რ. შუმანი - ,,ზღაპრული სურათები”, თხზ. 113 ან ჯ. ენესკუ – საკონცერტო პიესა ან კ.მ. ვებერი – ანდანტე და უნგრული რაფსოდია;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (შემსრულებლის შერჩევით);

 

III ტური

კონცერტი ჩამონათვალიდან მთლიანად (ტურში შესრულებულის გარდა): ა. როლა – Eს-დურ, თხზ. 3; პ. ჰინდემიტი - #3 `შვანენდრეერ~; ბ. ბარტოკი; ვ. აზარაშვილი (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ჩელო

 

I ტური

1. ი.ს. ბახი – პირველი სამი სიუიტიდან ერთ-ერთი პრელუდია ან ალემანდა და კურანტა;

2. ა. პიატი ან დ. პოპერი – ერთი ეტიუდი; 3. ჩამოთვლილ ავტორთა სონატებიდან ერთ-ერთი: ჟ.ბ.ს. ბრევალი - მთლიანად, ჯ. ვალენტინი - I-II ნაწილი, ლ. ბოკერინი - სონატა #6 I-II ნაწილი;

 

II ტური

1. ლ. ვან ბეთჰოვენის, ი. ბრამსის, ფ. შუბერტის ან მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა – დ. შოსტაკოვიჩის, ს. პროკოფიევის, რ. შტრაუსის ნებისმიერი ერთი სონატა;

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი მთლიანად (შემსრულებლის შერჩევით); (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

კონტრაბასი

 

I ტური

1. ი.ს. ბახი – პრელუდია სიუტიდან #2 რე მინორი;

2. ფ. სიმანდლი ან ე.შტროხი – ორი ეტიუდი;

3. გ. ფ. ჰენდელი, მ. ეკელსი ან ბ. მარჩელო - ერთ-ერთი სონატა;

 

II ტური

1. ე. მიშაკი, ც. ფრანკი ან პ. ჰინდემიტი – სონატა;

2. ვირტუოზული ნაწარმოები; 3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი (შემსრულებლის შერჩევით); (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ჩასაბერი საკრავები

 

ფლეიტა

 

I ტური

1. ფ. ე. ბახი – სონატა ლა მინორი (სოლო);

2. გ. ფორე - ფანტაზია ან ლ. ანდერსენი – ბალადა

და სილფების ცეკვა;

 

II ტური

1. ერთ-ერთი სონატა შემდეგ კომპოზიტორთა

ჩამონათვალიდან: პულენკი, დუტიე, ჰინდემიტი ან რაინიკე;

2. მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ.ა. მოცარტი – კონცერტი # 1 სოლ მაჟორი, კ. 313;

ჟ. იბერი - კონცერტი;

ო. გორდელი - კონცერტი რე მაჟორი.

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

 

ჰობოი

 

I ტური

1. ა. ვივალდი – კონცერტი დო მაჟორი ან ლა მინორი, ან ი.ს. ბახი – კონცერტი სოლ

მინორი;

2. გ. ტელემანი – ნებისმიერი ფანტაზია სოლო ჰობოისათვის;

 

II ტური

1. ფ. პულენკი – სონატა;

2. ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ. ა. მოცარტი – კონცერტი # 1 დო მაჟორი

რ. შტრაუსი – კონცერტი დო მაჟორი

ა. პასკული – კონცერტი ფა მაჟორი;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

კლარნეტი

 

I ტური

1. ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან: (I, ან II და III ნაწილები)

კ. მ. ვებერი – კონცერტი # 1 ფა მინორი, თხზ. 73; # 2 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ.

74; # 3 მი-ბემოლ მაჟორი; ფ. კრამარჟი – კონცერტი მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 36;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ფ. პულენკი – სონატა;

2. მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ. ა. მოცარტი – კონცერტი ლა მაჟორი, კ. 622; კ. კურპინსკი – კონცერტი;

ბ. გრუზელი – კონცერტი # 1 ფა მინორი;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ფაგოტი

 

I ტური

1. ა. ვივალდის ნებისმიერი კონცერტი;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. კ. სენ-სანსი – სონატა (მთლიანად);

2. მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ.ა. მოცარტი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, კ. 191;

კ.მ. ვებერი - კონცერტი ფა მაჟორი, თხზ. 75

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

 

ვალტორნა

 

I ტური

1. კ. მატისი – კონცერტი # 1 ან # 3 (I, ან II და III ნაწილი);

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ი. ჰაიდნი – კონცერტი #2 რე მაჟორი (I, ან II და III ნაწილი);

2. რ. დუკასი – ვილანელა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ.ა. მოცარტი – კონცერტი #4 მი-ბემოლ მაჟორი, კ. 495;

რ. შტრაუსი – კონცერტი #1 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 11;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

საყვირი

 

I ტური

1. ი. ჰაიდნი - კონცერტი მი-ბემოლ მაჟორი, I ნაწილი;

2. ერთ-ერთი ნაწარმოები შემდეგი ჩამონათვალიდან:

 ა. გედიკე - საკონცერტო ეტიუდი;

 ა. არუთინიანი - სკერცო;

 ვ. შოლოკოვი - სკერცო;

 

II ტური

1. ი.ს. ბახი – პრელუდია (დამუშავებული შ. გუნოს მიერ);

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი (შემსრულებლის შერჩევით);

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ტრომბონი

 

I ტური

1. ფ. დავიდი – კონცერტინო მი-ბემოლ მაჟორი, ან

ი. პაუერი - კონცერტი-ტრომბონეტა დო მაჟორი;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ვ. ბლაჟევიჩი – კონცერტი #9 ან #10;

2. პიესა (შემსრულებლის შერჩევით);

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

რ. ალიბეგაშვილი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი;

ა. ნესტეროვი - კონცერტი, თხზ. 11

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ტუბა

 

I ტური

1. ლებედევი – კონცერტინო ტუბისა და ფორტეპიანოსათვის ლა მაჟორი;A

2. ორი პიესა - შემსრულებლის შერჩევით;

 

II ტური

1. ა. ვივალდი – სონატა (გადამუშავებული ლებედევის მიერ);

2. ერთი პიესა - შემსრულებლის შერჩევით;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ფ. დავიდი - კონცერტინო მი-ბემოლ მაჟორი;

ვ. კიკტა - კონცერტი დო მაჟორი.

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

კონკურსის ჩატარების პირობები

1. კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ შემდეგ სპეციალობებში: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები;

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკი 2007 წლის აპრილისათვის იქნება 16-დან 30 წლის ჩათვლით;

3. კონკურსგარეშე მოსმენაზე დაიშვებიან 16 წლამდე ასაკის, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები შემდეგ სპეციალობებში: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები; დასაშვებია ერთი ნებისმიერი პროგრამის შესრულება, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 20 წუთს;

4. კონკურსი ტარდება სამ ტურად; კონკურსის II ტურში დაიშვება I ტურში მონაწილეთა არა უმეტეს 50%-ისა; ფინალში კი არა უმეტეს ექვს-ექვსი მონაწილისა ყოველი სპეციალობიდან;

5. ყველა ტურის მოსმენა საჯაროა;

6. პროგრამები სრულდება ზეპირად;

7. ტურებში ნაწარმოების გამეორება დაუშვებელია (გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სოლო სიმღერის სპეციალობას);

8. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები დაუშვებელია;

9. ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული;

10. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას წყვეტს კენჭისყრა ყოველ სპეციალობაზე ცალ-ცალკე; ეს თანმიმდევრობა შენარჩუნებული იქნება კონკურსის ბოლომდე;

11. ყოველი მონაწილე ვალდებულია დაესწროს კენჭისყრას.

12. პირველი სამი პრემიის მფლობელი დაჯილდოვდება კონკურსის სამახსოვრო მედლით, დიპლომით და ფულადი პრემიით, დანარჩენი სამი კი კონკურსის დიპლომით და ფულადი პრემიით;

13.კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას იღებენ დასკვნით კონცერტში (ანაზღაურების გარეშე);

14. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;

15. კონკურსის მსვლელობისას გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერი "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" საკუთრებაა. 

 

 

პრემიები

1.  საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა IV კონკურსის პრემიები:

  • I პრემია – 2000 ლარი და სამახსოვრო მედალი
  • II პრემია – 1000 ლარი და სამახსოვრო მედალი
  • III პრემია – 500 ლარი და სამახსოვრო მედალი

2. ფინალურ ტურში გასულ დანარჩენ მონაწილეებს ენიჭებათ დიპლომი და ფულადი პრემია – 200 ლარი;

3. საუკეთესო კონცერტმაისტერებს ენიჭებათ დიპლომი და ფულადი პრემია – 200 ლარი;

 

საგანგებო ჯილდოები

კონკურსის და კონკურსგარეშე მონაწილეებს გადაეცემათ სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები, პრემიები და სტიპენდიები.

 

ჟიური

1. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;

2. პრემიები არ გაიყოფა;

3. ჟიურის წევრებს უფლება არა აქვთ კონკურსზე წარმოადგინონ თავისი მოსწავლეები, რომლებიც კონკურსის ჩატარების პერიოდში ირიცხებიან მათ კლასში;

 4. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

  1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  2. ქ. თბილისის მერია
  3. გერმანიის,  საფრანგეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები საქართველოში
  4. ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრს
  5. საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს-სემსრულებელთა დახმარების ფონდი „SOLO“
  6. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია
  7. კონსერვატორიის დიდი დარბაზი
  8. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი
  9. იურიდიული ფირმა „ბი-ჯი-აი“
  10. ქალბატონი სანდრა რულოვსი
  11. ბატონი ლევ მარკიზი

I პრემია და სამახსოვრო მედალი

  • ფორტეპიანო - ვახტანგ ჟორდანია
  • სოლო სიმღერა - მარიკა გულორდავა (სოპრანო)
  • სიმებიანი საკრავები - ქეთევან როინიშვილი   (ჩელო)
  • ჩასაბერი საკრავები - არ გაიცა  

II პრემია და სამახსოვრო მედალი

  • ფორტეპიანო - ანა ღლიღვაშვილი 
  • სოლო სიმღერა - ანიტა რაჭველიშვილი (მეცო სოპრანო)    
  • სიმებიანი საკრავები - მარიამ მაღრაძე (ვიოლინო)
  • ჩასაბერი საკრავები - გიორგი შამანაური (საყვირი)

III პრემია და სამახსოვრო მედალი

  • ფორტეპიანო - ალექსანდრე ვასაძე 
  • სოლო სიმღერა - მარიკა მაჩიტიძე (სოპრანო)
  • სიმებიანი საკრავები - გივი ნასარიძე (ვიოლინო)
  • ჩასაბერი საკრავები - ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა)

საუკეთესო კონცერტმაისტერები: 

  • მარინა მეტრეველი (სოლო სიმღერა)
  • ინგა ლობჟანიძე (სიმებიანი საკრავები)
  • ნათია აზარაშვილი (ჩასაბერი საკრავები)

საუკეთესო კონკურსგარეშე  მონაწილეები:

  • თამთა გაბელაშვილი (ფორტეპიანო) 
  • ანა გოგავა (ფორტეპიანო) 
  • ანა ყიფიანი (ფორტეპიანო) 
  • ნატა როინიშვილი (ვიოლინო) 
  • ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო)
  • ლიზი რამიშვილი (ჩელო) 
  • სანდრო სიდამონიძე  (ჩელო) 
  • ზურაბ გვანცელაძე (ჰობოი)

ფორტეპიანო

  1. მარიან რიბიცკი (თავმჯდომარე, საფრანგეთი)
  2. მიხეილ კილოსანიძე 
  3. ნესტან მესხი 
  4. მანანა ნეიძე 
  5. ნანა ხუბუტია

სოლო–სიმღერა

  1. ვაჟა ჩაჩავა  (თავმჯდომარე)
  2. გოჩა ბეჟუაშვილი 
  3. ნანა დიმიტრიადი 
  4. ალა სიმონიშვილ 
  5. მაია ჩიხრაძე 

სიმებიანი საკრავები

  1. მარინე იაშვილი (თავმჯდომარე) 
  2. ოთარ ჩუბინიშვილი 
  3. ზურაბ გაბუნია 
  4. ავთანდილ მამაცაშვილი 
  5. ალექსანდრე ხაინდრავა

ჩასაბერი საკრავები

  1. ჯონ ლოტონი (თავმჯდომარე, აშშ) 
  2. ზაზა აზმაიფარაშვილი 
  3. პაატა ებრალიძე 
  4. შავლეგ შილაკაძე 
  5. დავით ჯიშკარიანი

 კონკურსგარეშე  მონაწილეების  ჟიური
   ფორტეპიანო

  1. ედიშერ რუსიშვილი (თავმჯდომარე)
  2. მაია ბერიძე, 
  3. სვეტლანა კორსანტია