საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი

კონკურსი დაარსდა 1995 წელს. კონკურსის დამფუძნებლები არიან: "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი", ქ. თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; კონკურსის გენერალური სპონსორია “თიბისი ბანკი”. საქართველოს მუსიკოს–შემსრულებელთა კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, სამ ტურად, შემდეგი ოთხი სპეციალობით: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს 16–30 წლის ჩათვლით.  კონკურსი ითვალისწინებს, აგრეთვე, 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული კონკურსგარეშე მონაწილეთა მოსმენასაც ზემოთაღნიშნულ სპეციალობებში  (გარდა სოლო სიმღერისა). საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსი ჩატარდა 1995 წლის 21-31 ოქტომბერს, თბილისში. 

ფორტეპიანო

 

I ტური

1. ორი ვირტუოზული ეტიუდი.

ერთი - ფ. შოპენი - თხზ. 10, 25-დან;

მეორე - ფ. ლისტი ან ს. რახმანინოვი;

2. ი. ჰაიდნი, ლ. ვან ბეთჰოვენი, ან ფ. შუბერტი - სონატის

I ნაწილი, დაწერილი სონატური ალეგროს ფორმით;

 

II ტური

1. ი. ს. ბახი - პრელუდია და ფუგა `კარგად ტემპერირებული კლავირის” I ან II ტომიდან;

2. ვ. ა. მოცარტი - ნებისმიერი სონატა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

4. პიესა შემსრულებლის შერჩევით;

 

III ტური

ნებისმიერი პროგრამა 40 – 45 წუთის ხანგრძლივობით

 

 

სოლო სიმღერა

 

ტური

1. XVII-XVIII სს. კომპოზიტორის არია (დასაშვებია ჯ. როსინის არია);

2. XIX საუკუნის კომპოზიტორის არია;

3. ქართული რომანსი;

 

II ტური

1. არია შემსრულებლის შერჩევით

 (დასაშვებია ვ. ა. მოცარტის და ჯ. როსინის არია);

2. ქართველი კომპოზიტორის არია;

3. სხვადასხვა სტილის 3 რომანსი;

4. ხალხური სიმღერა;

 

III ტური

1. არია XIX-XX სს. კომპოზიტორის ნაწარმოებიდან;

 (დასაშვებია არიის გამეორება - I ტურიდან #2 ან II ტურიდან #1)

2. XIX-XX სს. რომანსი.

 

 

სიმებიანი საკრავები

 

ვიოლინო

 

I ტური

1. ი.ს. ბახი – ნებისმიერი სონატის I და II ნაწილი;

2. ნ. პაგანინი – ერთ-ერთი კაპრისი (#13, 14, 15,

16, 20-ის გარდა), ან გ. ვენიავსკი – ერთი კაპრისი

თხზ. 10 #2, 3, 4, 7, 8-დან

3. ვ.ა. მოცარტი – ნებისმიერი კონცერტის I ნაწილი;

 

II ტური

1. ლ. ვ. ბეთჰოვენი - ნებისმიერი სონატა მთლიანად ან მე-20 საუკუნის კომპოზიტორის

სონატა მთლიანად (ლ. იანაჩეკი, ფ. პულენკი, კ. დებიუსი, მ. რაველი,

რ. შტრაუსი, ს. პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი, ბ. ბარტოკი, კ. შიმანოვსკი,

ა. შნიტკე);

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი მთლიანად (შემსრულებლის შერჩევით);

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ვიოლა

 

I ტური

1. ფ.ა. ჰოფმაისტერი – ერთ-ერთი საკონცერტო ეტიუდი (#1, #4, #5, #7), ან ბ. კამპანიოლი – ერთ-ერთი კაპრისი (#5, #17, #18, #30, #32, #35, #41), ან ნ. პაგანინი - ერთი კაპრისი შემსრულებლის შერჩევით;

2. ნებისმიერი ორი ნაწილი შემდეგი ჩამონათვალიდან: ი.ს. ბახი – სიუიტები სოლო ჩელოსათვის BჭV1001-1006; ი.ს. ბახი - სონატები და პარტიტები სოლო ვიოლინოსათვის BჭV1001-1006; მ. რეგერი – სიუიტები სოლო ალტისთვის: თხზ. 131დ #1, #2, #3.

3. I ნაწილი შემდეგი ჩამონათვალიდან: გ.ფ. ჰენდელი – კონცერტი ალტისათვის ჰ-მოლლ; ფ.ა. ჰოფმაისტერი - კონცერტი ალტისათვის D-დურ; კ. სტამიცი - კონცერტი ალტისათვის D-დურ;

 

II ტური

1. ერთ-ერთი სონატა ალტისა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი ჩამონათვალიდან: ი. ბრამსი – ფ-მოლლ თხზ. 120 #1; Eს-დურ თხზ. 120 #2; ფ. შუბერტი – `არპეჯიონე~; ა. ონეგერი; პ. ჰინდემიტი; დ. შოსტაკოვიჩი – თხზ. 147. 2. რ. შუმანი - ,,ზღაპრული სურათები”, თხზ. 113 ან ჯ. ენესკუ – საკონცერტო პიესა ან კ.მ. ვებერი – ანდანტე და უნგრული რაფსოდია;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (შემსრულებლის შერჩევით);

 

III ტური

კონცერტი ჩამონათვალიდან მთლიანად (ტურში შესრულებულის გარდა): ა. როლა – Eს-დურ, თხზ. 3; პ. ჰინდემიტი - #3 `შვანენდრეერ~; ბ. ბარტოკი; ვ. აზარაშვილი (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ჩელო

 

I ტური

1. ი.ს. ბახი – პირველი სამი სიუიტიდან ერთ-ერთი პრელუდია ან ალემანდა და კურანტა;

2. ა. პიატი ან დ. პოპერი – ერთი ეტიუდი; 3. ჩამოთვლილ ავტორთა სონატებიდან ერთ-ერთი: ჟ.ბ.ს. ბრევალი - მთლიანად, ჯ. ვალენტინი - I-II ნაწილი, ლ. ბოკერინი - სონატა #6 I-II ნაწილი;

 

II ტური

1. ლ. ვან ბეთჰოვენის, ი. ბრამსის, ფ. შუბერტის ან მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა – დ. შოსტაკოვიჩის, ს. პროკოფიევის, რ. შტრაუსის ნებისმიერი ერთი სონატა;

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი მთლიანად (შემსრულებლის შერჩევით); (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

კონტრაბასი

 

I ტური

1. ი.ს. ბახი – პრელუდია სიუტიდან #2 რე მინორი;

2. ფ. სიმანდლი ან ე.შტროხი – ორი ეტიუდი;

3. გ. ფ. ჰენდელი, მ. ეკელსი ან ბ. მარჩელო - ერთ-ერთი სონატა;

 

II ტური

1. ე. მიშაკი, ც. ფრანკი ან პ. ჰინდემიტი – სონატა;

2. ვირტუოზული ნაწარმოები; 3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი (შემსრულებლის შერჩევით); (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ჩასაბერი საკრავები

 

ფლეიტა

 

I ტური

1. ფ. ე. ბახი – სონატა ლა მინორი (სოლო);

2. გ. ფორე - ფანტაზია ან ლ. ანდერსენი – ბალადა

და სილფების ცეკვა;

 

II ტური

1. ერთ-ერთი სონატა შემდეგ კომპოზიტორთა

ჩამონათვალიდან: პულენკი, დუტიე, ჰინდემიტი ან რაინიკე;

2. მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ.ა. მოცარტი – კონცერტი # 1 სოლ მაჟორი, კ. 313;

ჟ. იბერი - კონცერტი;

ო. გორდელი - კონცერტი რე მაჟორი.

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

 

ჰობოი

 

I ტური

1. ა. ვივალდი – კონცერტი დო მაჟორი ან ლა მინორი, ან ი.ს. ბახი – კონცერტი სოლ

მინორი;

2. გ. ტელემანი – ნებისმიერი ფანტაზია სოლო ჰობოისათვის;

 

II ტური

1. ფ. პულენკი – სონატა;

2. ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ. ა. მოცარტი – კონცერტი # 1 დო მაჟორი

რ. შტრაუსი – კონცერტი დო მაჟორი

ა. პასკული – კონცერტი ფა მაჟორი;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

კლარნეტი

 

I ტური

1. ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან: (I, ან II და III ნაწილები)

კ. მ. ვებერი – კონცერტი # 1 ფა მინორი, თხზ. 73; # 2 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ.

74; # 3 მი-ბემოლ მაჟორი; ფ. კრამარჟი – კონცერტი მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 36;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ფ. პულენკი – სონატა;

2. მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ. ა. მოცარტი – კონცერტი ლა მაჟორი, კ. 622; კ. კურპინსკი – კონცერტი;

ბ. გრუზელი – კონცერტი # 1 ფა მინორი;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ფაგოტი

 

I ტური

1. ა. ვივალდის ნებისმიერი კონცერტი;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. კ. სენ-სანსი – სონატა (მთლიანად);

2. მე-20 საუკუნის კომპოზიტორთა ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ.ა. მოცარტი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, კ. 191;

კ.მ. ვებერი - კონცერტი ფა მაჟორი, თხზ. 75

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

 

ვალტორნა

 

I ტური

1. კ. მატისი – კონცერტი # 1 ან # 3 (I, ან II და III ნაწილი);

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ი. ჰაიდნი – კონცერტი #2 რე მაჟორი (I, ან II და III ნაწილი);

2. რ. დუკასი – ვილანელა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ვ.ა. მოცარტი – კონცერტი #4 მი-ბემოლ მაჟორი, კ. 495;

რ. შტრაუსი – კონცერტი #1 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 11;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

საყვირი

 

I ტური

1. ი. ჰაიდნი - კონცერტი მი-ბემოლ მაჟორი, I ნაწილი;

2. ერთ-ერთი ნაწარმოები შემდეგი ჩამონათვალიდან:

 ა. გედიკე - საკონცერტო ეტიუდი;

 ა. არუთინიანი - სკერცო;

 ვ. შოლოკოვი - სკერცო;

 

II ტური

1. ი.ს. ბახი – პრელუდია (დამუშავებული შ. გუნოს მიერ);

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი (შემსრულებლის შერჩევით);

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ტრომბონი

 

I ტური

1. ფ. დავიდი – კონცერტინო მი-ბემოლ მაჟორი, ან

ი. პაუერი - კონცერტი-ტრომბონეტა დო მაჟორი;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ვ. ბლაჟევიჩი – კონცერტი #9 ან #10;

2. პიესა (შემსრულებლის შერჩევით);

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

რ. ალიბეგაშვილი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი;

ა. ნესტეროვი - კონცერტი, თხზ. 11

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ტუბა

 

I ტური

1. ლებედევი – კონცერტინო ტუბისა და ფორტეპიანოსათვის ლა მაჟორი;A

2. ორი პიესა - შემსრულებლის შერჩევით;

 

II ტური

1. ა. ვივალდი – სონატა (გადამუშავებული ლებედევის მიერ);

2. ერთი პიესა - შემსრულებლის შერჩევით;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

ფ. დავიდი - კონცერტინო მი-ბემოლ მაჟორი;

ვ. კიკტა - კონცერტი დო მაჟორი.

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

კონკურსის ჩატარების პირობები

1. კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ შემდეგ სპეციალობებში: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები;

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკი 1995 წლის ოქტომბრისათვის იქნება 16-დან 28 წლამდე;

3. კონკურსგარეშე მოსმენაზე დაიშვებიან 16 წლამდე ასაკის, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები შემდეგ სპეციალობებში: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები; დასაშვებია ერთი ნებისმიერი პროგრამის შესრულება, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 20 წუთს;

4. კონკურსი ტარდება სამ ტურად; კონკურსის II ტურში დაიშვება I ტურში მონაწილეთა არა უმეტეს 50%-ისა; ფინალში კი არა უმეტეს ექვს-ექვსი მონაწილისა ყოველი სპეციალობიდან;

5. ყველა ტურის მოსმენა საჯაროა;

6. პროგრამები სრულდება ზეპირად;

7. ტურებში ნაწარმოების გამეორება დაუშვებელია (გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სოლო სიმღერის სპეციალობას);

8. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები დაუშვებელია;

9. ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული;

10. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას წყვეტს კენჭისყრა ყოველ სპეციალობაზე ცალ-ცალკე; ეს თანმიმდევრობა შენარჩუნებული იქნება კონკურსის ბოლომდე;

11. ყოველი მონაწილე ვალდებულია დაესწროს კენჭისყრას;

12. პირველი სამი პრემიის მფლობელი დაჯილდოვდება კონკურსის სამახსოვრო მედლით, დიპლომით და ფულადი პრემიით, დანარჩენი სამი კი კონკურსის დიპლომით და ფულადი პრემიით;

13.კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას იღებენ დასკვნით კონცერტში (ანაზღაურების გარეშე);

14. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;

15. კონკურსის მსვლელობისას გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერი "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" საკუთრებაა. 

 

 

პრემიები

1.  საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის პრემიები:

  • I პრემია – 1000 აშშ დოლარი და სამახსოვრო მედალი
  • II პრემია – 500 აშშ დოლარი და სამახსოვრო მედალი
  • III პრემია – 250 აშშ დოლარი  და სამახსოვრო მედალი

2. ფინალურ ტურში გასულ დანარჩენ მონაწილეებს ენიჭებათ დიპლომი და ფულადი პრემია – 100 აშშ დოლარი;

3. საუკეთესო კონცერტმაისტერებს გადაეცემათ დიპლომები;

4. საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილე დაჯილდოვდება დიპლომით;

 

 

ჟიური

1. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;

2. პრემიები არ გაიყოფა;

3. ჟიურის წევრებს უფლება არა აქვთ კონკურსზე წარმოადგინონ თავისი მოსწავლეები, რომლებიც კონკურსის ჩატარების პერიოდში ირიცხებიან მათ კლასში;

 4. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

  1. ქ. თბილისის მერია
  2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  3. ე. შევარდნაძის ფონდი „დემოკრატია და აღორძინება“
  4. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
  5. „ გაერთიანებული ქართული ბანკის“ აჭარის რეგიონალური ბანკი
  6. კორპორაცია „ივერია - პლუსი“ 
  7. შპს. „ოქსინო“
  8. შპს. „სამება“
  9. ს.ს. „ამალთეა“
  10. პურპროდუქტების სახ. სააქციო-კომერციული კორპორაცია
  11. ს.ს. თბილმარგარინმრეწვი
  12. შპს. „კლასიკა“
  13. ასოციაცია „მოწამეთა“
  14. კონსერვატორიის დიდი დარბაზი

 

I  პრემია, ლაურეატის წოდება, I ხარისხის დიპლომი, მედალი

  • ფორტეპიანო - ნატო წვერიკმაზაშვილი (წვერელი)
  • სოლო-სიმღერა - ნატალია ვოლჩენკო (მეცო-სოპრანო)
  • სიმებიანი საკრავები არ გაცემულა
  • ჩასაბერი საკრავები - დავით ჭუმბურიძე (ჰობოი)

 II  პრემია, ლაურეატის  წოდება, II ხარისხის დიპლომი, მედალი 

  • ფორტეპიანო - ქეთევან ბადრიძე 
  • სოლო-სიმღერა - ლაშა ნიქაბაძე (ტენორი)
  • სიმებიანი საკრავები - არ გაცემულა
  • ჩასაბერი საკრავები - დავით ოძელაშვილი (ფლეიტა)

 III პრემია, ლაურეატის წოდება, III ხარისხის დიპლომი, მედალი 

  • ფორტეპიანო - არ გაცემულა
  • სოლო-სიმღერა - გიორგი გაგნიძე (ბარიტონი)
  • სიმებიანი საკრავები - ირმა ერისთავი (ალტი)
  • ჩასაბერი საკრავები - გიორგი კვირიკაშვილი (ტრომბონი)

საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილეებად გამოცხადდნენ:

  • ფორტეპიანო - მამიკონ ნახაპეტოვი
  • სიმებიანი საკრავები - ნათია მდინარაძე (ვიოლინო)
  • ჩასაბერი საკრავები - ალექსანდრე ჭაუჭიძე (ფლეიტა)

საუკეთესო კონცერტმაისტერები:

  • თემურ ელიავა
  • ლანა გულდედავა 
  • ნანა ლესელიძე

ფორტეპიანო:

  1. მარინე მდივანი (თავმჯდომარე; კანადა) 
  2. თენგიზ ამირეჯიბი 
  3. ნოდარ გაბუნია
  4. რევაზ თავაძე 
  5. ედიშერ რუსიშვილი

სოლო-სიმღერა:

  1. ჩავდარ გაჯიევი (თავმჯდომარე; ბულგარეთი) 
  2. მედეა ამირანაშვილი 
  3. ნოდარ ანდღულაძე 
  4. ლამარა ჭყონია
  5. თამაზ ჯაფარიძე

სიმებიანი საკრავები:

  1. მარინე იაშვილი (თავმჯდომარე; რუსეთი)
  2. თამარ გაბარაშვილი 
  3. ბიძინა კვერნაძე 
  4. ბორის ჭიაურელი 
  5. გივი ხატიაშვილი  

ჩასაბერი საკრავები:

  1. ალექსანდრ კორნეევი (თავმჯდომარე; რუსეთი)
  2. გიორგი ბერიძე 
  3. ალექსანდრ ტახმანოვი (რუსეთი) 
  4. რამაზ ქარუხნიშვილი 
  5. ზაქარია ხუროძე

კონკურსგარეშე მონაწილეთა ჟიური:
ფორტეპიანო:

  1. რევაზ ტაკიძე (თავმჯდომარე)
  2. ნანა დიმიტრიადი
  3. ციცინო თოდუა
  4. სვეტლანა ქეცბა 
  5. ირინე ხერჟი