საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი

კონკურსი დაარსდა 1995 წელს. კონკურსის დამფუძნებლები არიან: "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი", ქ. თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; კონკურსის გენერალური სპონსორია “თიბისი ბანკი”. საქართველოს მუსიკოს–შემსრულებელთა კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, სამ ტურად, შემდეგი ოთხი სპეციალობით: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს 16–30 წლის ჩათვლით.  კონკურსი ითვალისწინებს, აგრეთვე, 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული კონკურსგარეშე მონაწილეთა მოსმენასაც ზემოთაღნიშნულ სპეციალობებში  (გარდა სოლო სიმღერისა).  საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა II კონკურსი ჩატარდა 1999 წლის 18-30 აპრილს, თბილისში. 

 

  1. ქ. თბილისის მერია
  2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  3. ე. შევარდნაძის ფონდი „დემოკრატია და აღორძინება“
  4. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია
  5. კონსერვატორიის დიდი დარბაზი
  6. შპს. „კლასიკა“
  7. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
  8. საქართველოს პარლამენტის მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
  9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
  10. თბილისის მუსიკალური ცენტრი
  11. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი
  12. დავით ანდღულაძის ფონდი
  13. საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა დახმარების ფონდი „SOLO“
  14. ფირმა KMT (ქუთაისი)
  15. საქართველოს პროფესიონალ მუსიკოსთა ასოციაცია „აისo“
  16. ს.ს. საგამოფენო ცენტრი “Expo Georgia”
  17. გამომცემლობები „სი-ჯი-ეს“ და „დობერა“
  18. გერმანიის, რუსეთისა და ჩინეთის საელჩოები საქართველოში

I პრემია და კონკურსის სამახსოვრო მედალი

  • ფორტეპიანო - არ გაიცა
  • სოლო-სიმღერა - გიგოლაშვილი ირმა (სოპრანო)
  • სიმებიანი საკრავები - არ გაიცა
  • ჩასაბერი საკრავები - ბუხნიკაშვილი თეიმურაზი (ფაგოტი)

 II პრემია და კონკურსის სამახსოვრო მედალი

  • ფორტეპიანო - ნახაპეტოვი მამიკონი
  • სოლო-სიმღერა - მარტიროსიანი ელისაბედი (სოპრანო)
  • სიმებიანი საკრავები - მდინარაძე ნათია (ვიოლინო)
  • ჩასაბერი საკრავები - ლომინაძე ნატალია (ფლეიტა)

 III პრემია და კონკურსის სამახსოვრო მედალი

  • ფორტეპიანო - კორძაძე თამარი
  • სოლო-სიმღერა - კოლელიშვილი მიხეილი (ბანი)
  • სიმებიანი საკრავები - თიგიშვილი ალექსანდრე (ვიოლინო)
  • ჩასაბერი საკრავები - მუნჯიშვილი ლელა (ფლეიტა)

 საუკეთესო კონცერტმაისტერები:

  1. ელიავა თემური 
  2. ამყოლაძე მალხაზი 
  3. ლესელიძე ნანა 
  4. მიქელაძე თეონა

საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილეებად გამოცხადდნენ:

  • ფორტეპიანო -  ვასაძე ალექსანდრე 
  • სიმებიანი საკრავები -  ხოსროშვილი ანა ( ვიოლინო)  

ფორტეპიანო

  1. ვლადიმერ ტროპი (თავმჯდომარე; რუსეთი)
  2. ბიძინა კვერნაძე
  3. ვილი სარქისიანი (სომხეთი)
  4. ლეილა შინჯიაშვილი
  5. ნუცა ჭირაქაძე.

 სოლო-სიმღერა

  1. ვლადისლავ პიავკო (თავმჯდომარე; რუსეთი)
  2. თამარ გურგენიძე 
  3. ზაქარია ხუროძე
  4. ნუნუ გაბუნია 
  5. ნანა დიმიტრიადი

სიმებიანი საკრავები

  1. კონსტანტინე ვარდელი (თავმჯდომარე) 
  2. ვაჟა აზარაშვილი 
  3. ავთანდილ მამაცაშვილი
  4. ნოდარ ჟვანია 
  5. ოთარ ჩუბინიშვილი

ჩასაბერი საკრავები

  1. ჯანსუღ კახიძე (თავმჯდომარე) 
  2. ლაშა იშხნელი, იოსებ კეჭაყმაძე 
  3. აიკაზ მესიანიანი (სომხეთი) 
  4. გიორგი ქობულაშვილი

კონკურსგარეშე მონაწილეთა ჟიური:
   ფორტეპიანო

  1. ნოდარ ნაკაიძე (თავმჯდომარე),
  2. ქეთევან ბადრიძე 
  3. სვეტლანა კორსანტია 
  4. ქეთევან ჩხიკვიშვილი,
  5. ნანა ჯანდიერი.