ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი

"ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა კონკურსი" დაარსდა "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" მიერ საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობა შეუძლია 12–16 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონის პიანისტს.

ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა IV კონკურსი გაიმართა ქ. თბილისში 2015 წლის 12-13 დეკემბერს. კონკურსში მონაწილეობდა 11 მუსიკოსი (12-დან 16 წლის  ჩათვლით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; კენჭისყრა - 11 დეკემბერი, 11.00 სთ. - და საკონკურსო მოსმენა ერთ ტურად - 12 დეკემბერი - ჩატარდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში. გამარჯვებულთა დაჯილდოება და კონცერტი გაიმართა 13 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19.00 სთ-ზე.

„საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“
პოლონეთის საერლჩო საქართველოში

I პრემია – 1500 ლარი – გიორგი გიგაშვილი
II პრემია – 800 ლარი – მარიამ მუჩიაშვილი
III პრემია – 500 ლარი – სანდრო გეგეჭკორი

სპეციალური პრემია - `ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის

  • ნათია მაჩიტაძე

სპეციალური პრემია  -„არტისტიზმისათვის“

  • მარიამ კოპალეიშვილი (ქუთაისი).

 

1.    მარიუშ სიელსკი (პოლონეთი, თავმჯდომარე) 
2.    რევაზ თავაძე
3.    მანანა დოიჯაშვილი
4.    ნოდარ ნაკაიძე
5.    ედიშერ რუსიშვილი