ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი

"ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა კონკურსი" დაარსდა "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" მიერ საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობა შეუძლია 12–16 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონის პიანისტს.

ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა II კონკურსი გაიმართა ქ. თბილისში 2010    წლის 8-10 დეკემბერს; კონკურსში მონაწილეობდა 8 მუსიკოსი (12-დან 16 წლის  ჩათვლით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; კენჭისყრა - 8 დეკემბერი,  11.00 სთ. - და საკონკურსო მოსმენა ერთ ტურად  - 9 დეკემბერი - ჩატარდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში.    გამარჯვებულთა დაჯილდოება და  გალა კონცერტი გაიმართა 10 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19.00;

 

კონკურსის ჩატარების პირობები

1.  კონკურსი ტარდება ერთ ტურად;
2. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;
3. მოსმენა საჯაროა;
4. პროგრამა სრულდება ზეპირად;
5. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები არ მიიღება;
6. ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული;
7. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას გადაწყვეტს კენჭისყრა;
8. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება;
9. ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;
10. კონკურსის მსვლელობისას გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერი "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის"
საკუთრებაა.

 

პროგრამა (30 წუთი)

1. შოპენის ერთი ეტიუდი თხზ. 10 N4 ან N8

2. შოპენის ერთი ან რამოდენიმე ნაწარმოები

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (არა უმეტეს 6 წუთისა)

 

პრემიები

I პრემია – 1500 ლარი

II პრემია  – 800 ლარი

III პრემია – 500 ლარი

 

სპეციალური პრიზები და პრემიები

• "არტისტიზმისათვის"

• `"ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის"

„საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

 

I პრემია – 1800 ლარი – ირმა გიგანი 
II პრემია – 1200 ლარი – გიორგი საჯაია
III პრემია – 500 ლარი – ნათია ნატროშვილი 
III პრემია – 500 ლარი – ნინო კუპრეიშვილი

სპეციალური პრემია - `ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის:

  • ირმა გიგანი

სპეციალური პრემია - `არტისტიზმისათვის:

  • გიორგი საჯაია  

1.    თენგიზ ამირეჯიბი (თავმჯდომარე)
2.    რევაზ თავაძე
3.    მანანა დოიჯაშვილი, 
4.    ნანა დიმიტრიადი 
5.    ედიშერ რუსიშვლი