ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი

"ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა კონკურსი" დაარსდა "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" მიერ საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობა შეუძლია 12–16 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონის პიანისტს.

ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა III კონკურსი გაიმართა ქ. თბილისში 2013     წლის 30 აპრილს/1 მაისს. კონკურსში მონაწილეობდა 12 მუსიკოსი (12-დან 16 წლის  ჩათვლით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; კენჭისყრა -  29 აპრილი, 11.00 სთ. - და საკონკურსო მოსმენა ერთ ტურად -30 აპრილი - ჩატარდა კონსერვატორიის მცირე   დარბაზში; გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება და გალა-კონცერტი გაიმართა 1 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში 18.00 სთ-ზე; ასევე, კონცერტში მონაწილეობა მიიღო დუეტმა პოლონეთიდან “Cracow Duo”, მარეკ შლეზერის (ფორტეპიანო) და იან კალინოვსკის (ჩელო) მონაწილეობით.

 

კონკურსის ჩატარების პირობები

1.  კონკურსი ტარდება ერთ ტურად;
2. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;
3. მოსმენა საჯაროა;
4. პროგრამა სრულდება ზეპირად;
5. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები არ მიიღება;
6. ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული;
7. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას გადაწყვეტს კენჭისყრა;
8. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება;
9. ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;
10. კონკურსის მსვლელობისას გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერი "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის"
საკუთრებაა.

 

პროგრამა (25-30 წუთი)

1. შოპენის ერთ-ერთი ეტიუდი შემდეგი ჩამონათვალიდან - თხზ. 10 N4, 5, 7, 8; თხზ. 25 N3, 5

2. შოპენის ერთი ან რამოდენიმე ნაწარმოები

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (არა უმეტეს 6 წუთისა)

 

პრემიები

I პრემია – 1500 ლარი

II პრემია  – 800 ლარი

III პრემია – 500 ლარი

 

სპეციალური პრიზები და პრემიები

• "არტისტიზმისათვის"

• `"ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის"

„საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

I პრემია (1500 ლარი) გაიყო ორ კონკურსანტს შორის:

  • 750 ლარი - დავით ხრიკული
  • 750 ლარი - სერგო მარკოსიანი

II პრემია - 800 ლარი - ნინო ბიწაძე
III პრემია - 500 ლარი - ლიზი ვერხვიაშვილი 

სპეციალური პრემია:

  • „არტისტიზმისათვის“ – სერგო მარკოსიანი
  • „ ვირტუოზულობისათვის“ – დავით ხრიკული

„ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“

  • თამარ ქუცნაშვილი 

ჟიურის სპეციალური პრემია „პერსპექტიულობისათვის“

  • ლაშა კვარაცხელია  (ქუთაისი). 

 

1.    მარეკ შლეზერი (პოლონეთი, თავმჯდომარე) 
2.    რევაზ თავაძე
3.    მანანა დოიჯაშვილი
4.    ნანა დიმიტრიადი
5.    ედიშერ რუსიშვილი