ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი

"ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა კონკურსი" დაარსდა "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" მიერ საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობა შეუძლია 12–16 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონის პიანისტს.

ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა I კონკურსი გაიმართა ქ. თბილისში 2008 წლის 11-14 ნოემბერს; კონკურსში მონაწილეობდა 10 მუსიკოსი (12-დან 16 წლის  ჩათვლით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; კენჭისყრა -11 ნოემბერი 11.00 სთ. -  და საკონკურსო მოსმენა ერთ ტურად - 12 და 13 ნოემბერი - ჩატარდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში. გამარჯვებულთა დაჯილდოება და კონცერტი გაიმართა 14 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19.00 სთ-ზე;  

„საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

I პრემია – 1500 ლარი – ლექსო პირმისაშვილი
II პრემია – 800 ლარი – ანა ყიფიანი
III პრემია – 500 ლარი – ანა გოგავა

სპეციალური პრემია - `ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის:

  • თამარ ჩემია (ქუთაისი)
  • ეთერ ცქიფურიშვილი (ქუთაისი)

 

1.    თენგიზ ამირეჯიბი (თავმჯდომარე) 
2.    რევაზ თავაძე
3.    მანანა დოიჯაშვილი
4.    ნანა დიმიტრიადი
5.    ედიშერ რუსიშვილი