პიანისტთა თბილისის მერვე საერთაშორისო კონკურსი

კონკურსში მონაწილების ონლაინ განაცხადი

1. კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა გამოიგზავნოს ონლაინ შევსებული ანკეტა - განაცხადი და ჩანაწერი არა უგვიანეს 2026 წლის 1 მაისისა.
2. წინასწარი შერჩევის შედეგები გამოცხადდება არა უგვიანეს 2026 წლის 1 ივნისისა.
3. პროგრამის ხელმეორედ დაზუსტების საბოლოო ვადაა 2026 წლის 1 ივლისი.

* პროგრამაში, ნაწარმოებების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული და უნდა შეესაბამებოდეს ტურების დადგენილ ქრონომეტრაჟს.

 

1. პიანისტთა თბილისის მერვე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება თბილისში 2026 წლის 5 -16 ოქტომბერს.

2. კონკურსი იმართება 4 წელიწადში ერთხელ.

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მუსიკოსს, 16-დან 33 წლის ასაკის ჩათვლით.

4. ყველა კონკურსანტი ვალდებულია ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა კონკურსის მსვლელობის მანძილზე/თბილისში, საქართველოში ვიზიტის განმავლობაში.

5. კონკურსანტი, რომელსაც ჰქონდა ან აქვს ჟიურის რომელიმე წევრთან ნათესაური, საგანმანათლებლო ან პროფესიული ურთიერთობა (მასტერ კლასები, ასეთად, არ განიხილება) უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელს/ადმინისტრაციას.​

6. კონკურსის წინა შესარჩევ მოსმენაზე პასუხისმგებელია სამი წევრისაგან შემდგარი ჟიური, რომელიც, აპლიკანტთა შორის შეარჩევს 25 კონკურსანტს.

7. კონკურსი ტარდება ოთხ ტურად: I და II ტური, III - ნახევარფინალი და IV - ფინალი.

8. პირველი ტურის შემდეგ კონკურსს არ გამოეთიშება არც ერთი მონაწილე: I და II ტურს წარმოადგენს ყველა კონკურსანტი.  

9. ნახევარფინალში დაიშვება 10 მონაწილე, ფინალში კი - 6.

10. ყველა მოსმენა საჯაროა.

11. პროგრამა, გარდა სავალდებულო ქართული ნაწარმოებისა, სრულდება ზეპირად.

12. პროგრამის შესრულების თანმიმდევრობა ნებაყოფლობითია.

13. ტურებში ნაწარმოებების გამეორება არ შეიძლება.

14. საკონკურსო პროგრამაში დასაშვებია ნაწარმოების/ნაწარმოებების გამეორება წინა შესარჩევი ვიდეო - ჩანაწერიდან.

15. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები დაუშვებელია.

16. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას გადაწყვეტს კენჭისყრა. ეს თანმიმდევრობა შენარჩუნდება კონკურსის ბოლომდე.

17. ყოველი მონაწილე ვალდებულია დაესწროს კენჭისყრას, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 5 ოქტომბერს.

18. ნახევარფინალის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

19. ყველა ფინალისტი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით, კონკურსის მედლითა და დიპლომით.

20. ყველა მთავარი და სპეციალური პრემია გაიცემა ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე.

21. კონკურსში გამარჯვებულებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ დასკვნით კონცერტში - ანაზღაურების გარეშე.

22. კონკურსის მსვლელობის დროს გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კონკურსის დირექციასთან შეთანხმებით.

23. კონკურსის ოთხივე ტურის ჩანაწერები განთავსდება „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“- ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

I ტური (20-25 წუთი)

1. დ. სკარლატი - ორი ნებისმიერი  სონატა
2. ფ. შოპენი - ერთი ვირტუოზული ეტიუდი 

3. ნებისმიერი კომპოზიტორის (გარდა ფ. შოპენისა) ერთი ეტიუდი
4. ერთი ან რამდენიმე ნაწარმოები საკუთარი არჩევანით

 

 

II ტური (35-40 წუთი)

1. ი. ჰაიდნის, ვ.ა. მოცარტის, ლ.ვ. ბეთჰოვენის ან ფ. შუბერტის ერთი სრული სონატა
2. ქართველი კომპოზიტორის საკონკურსო ნაწარმოები (5-7 წუთი)* 

3. ერთი ან რამდენიმე ნაწარმოები საკუთარი არჩევანით

 

*ნაწარმოების ნოტები განთავსდება კონკურსის ვებ-გვერდზე არა უგვიანეს 2026 წლის 1 ივნისისა

 

 

III ტური (ნახევარფინალი) (55-60 წუთი)

რეციტალი

თავისუფალი პროგრამა კონკურსანტის არჩევანით

 


IV ტური (ფინალი)
ერთი კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შემდეგი ჩამონათვალიდან:

 

ვ. ა. მოცარტი - კონცერტებ

  • მი-ბემოლ მაჟორი კ.271
  • სი-ბემოლ მაჟორი კ.450 
  • სოლ მაჟორი კ.453  
  • სი-ბემოლ მაჟორი კ.456 
  • რე მინორი კ.466 
  • დო მაჟორი კ.467 
  • მი-ბემოლ მაჟორი კ.482 
  • ლა მაჟორი კ.488 
  • დო მინორი კ.491 
  • დო მაჟორი კ.503 
  • რე მაჟორი კ.537
  • სი-ბემოლ მაჟორი კ.595

 

ლ. ვ. ბეთჰოვენი - კონცერტები:

  • N1დო მაჟორი, თხზ.15
  • N2 სი - ბემოლ მაჟორი, თხზ.19
  • N3 დომინორი, თხზ.37
  • N4 სოლ მაჟორი, თხზ.58
  • N5 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ.73

 

ფ. შოპენი - კონცერტები:

  • N1 მიმინორი, თხზ.11
  • N2 ფამინორი, თხზ.21

 

ფ. ლისტი - კონცერტები:

  • N1 მი-ბემოლ მაჟორი, S.124
  • N2 ლა მაჟორი, S.125

 

რ. შუმანი - კონცერტი:

  • ლა მინორი, თხზ.54

 

ი. ბრამსი - კონცერტები:

  • N1 რე მინორი, თხზ.15
  • N2 სი-ბემოლ მაჟორი, თხზ.83

 

პ. ჩაიკოვსკი - კონცერტი:

  • N1 სი-ბემოლ მინორი, თხზ.23

 

ს. რახმანინოვი - კონცერტები:

  • N2 დო მინორი, თხზ.18
  • N3 რე მინორი, თხზ.30
  • რაფსოდია პაგანინის თემაზე, თხზ.43

 

ს. პროკოფიევი - კონცერტები:

  • N2 სოლ მინორი, თხზ.16
  • N3 დო მაჟორი, თხზ.26

 

ანკეტა-განაცხადი, საბუთები (PDF ფაილით) და ვიდეო ჩანაწერი უნდა გამოიგზავნოს ერთდროულად:

 

  • მაღალი ხარისხის ვიდეო ჩანაწერი: 

           25-30 წუთის ხანგრძლივობის პროგრამა უნდა მოიცავდეს: 

           1. შოპენის ერთი ეტიუდი
           2. კლასიკური სონატის ორი ნაწილი (ი. ჰაიდნი, ვ.ა. მოცარტი, ლ.ვ. ბეთჰოვენი, ფ. შუბერტი)
           3. ნებისმიერი ნაწარმოები ან ნაწარმოებები

 

* ნებადართულია იგივე ნაწარმოებების (ნაწილობრივ ან სრულად) გამოყენება საკონკურსო პროგრამაში

* ჩანაწერის ხანდაზმულობა, გამოგზავნის დროისათვის, არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს

* დამონტაჟებული ჩანაწერი არ დაიშვება

 

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • განათლების მოწმობის ასლი;
  • მნიშვნელოვანი კონკურსების დიპლომების და ჯილდოების ასლები 2023-2026 წწ.;
  • შემოქმედებითი ავტობიოგრაფია;
  • ორი ცნობილი მუსიკალური მოღვაწის რეკომენდაცია;
  • ბოლო პერიოდის მაღალი ხარისხის 2 ფოტოსურათი (JPG ფაილით)
  • საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის წევრი (WFIMC) კონკურსების პირველი სამი პრემიის მფლობელი თავისუფლდება შესარჩევი მოსმენისაგან; მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დიპლომის ასლი;
  • შესატანი თანხის (100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) საბანკო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - აპლიკანტის გვარის მითითებით.    

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე:

ხაზინის ერთიანი ანგარიში

საბანკო კოდი – TRESGE22

მიმღების დასახელება - "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი"

ანგარიშსწორების ანგარიში - 743247499

 

* გადარიცხვასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გაიღოს განმცხადებელმა;

* საბანკო გადარიცხვის დოკუმენტზე მითითებული უნდა იყოს იმ ბანკის დასახელება და მისამართი, რომლითაც აგზავნით შესატანს

 
პაველ ნერსესიანი, ბოსტონის უნივერსიტეტი, ნიუ ინგლენდის კონსერვატორია (ბოსტონი)
 
ალან ჩოუ, ისტმენის სამუსიკო სკოლა (ნიუ იორკი)
 
ნათელა მჭედლიშვილი, კაუფმანის ცენტრი (ნიუ იორკი)

 

  1. ჟიურის წევრი, რომელსაც ჰქონდა ან აქვს კონკურსანტთან ნათესაური, საგანმანათლებლო ან პროფესიული ურთიერთობა* უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელს. ასეთ შემთხვევაში, ჟიურის ეს წევრი, აღნიშნული კონკურსანტის შეფასების მიზნით, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

                  *მასტერ კლასები, მსგავს ურთიერთობად, არ განიხილება.

 

  1. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს:
    • არ გასცეს რომელიმე პრემია.
    • გაყოს პრემია/პრემიები, I პრემიის გარდა, ფინალის მონაწილეთა დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.

 

  1. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

 

I   პრემია    20, 000 აშშ დოლარი

II  პრემია    10, 000  აშშ დოლარი
III პრემია      7, 000  აშშ დოლარი
IV პრემია      5, 000  აშშ დოლარი
პრემია      4, 000  აშშ დოლარი
VI პრემია      3, 000  აშშ დოლარი

 


* მოცემული ციფრები წარმოადგენს ხელზე მისაღებ თანხებს.

პრემიების დაბეგვრას, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით, უზრუნველყოფს “საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”

 

კონსერვატორიის დიდი დარბაზი აიგო 1938-1941 წლებში (არქ. შალვა თავაძე). იგი საზეიმოდ გაიხსნა 1942 წლის 28 იანვარს.

 

მომდევნო წლებში გაჩნდა იდეა, საოპერო სტუდიას დიდ დარბაზში დაედგა ზ. ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერი”. ამ იდეის განხორციელებისათვის საჭირო გახდა სცენის რეკონსტრუქცია - დამონტაჟდა საორკესტრო ორმო. ამრიგად, საოპერო სტუდიამ პირველი სპექტაკლი 1952 წელს წარმოადგინა.

 

1963 წელს მოხდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში “Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიანი, 40 რეგისტრიანი ორგანის კურთხევა. მისი ტემბრული და რეგისტრული თავისებურებები დარბაზის აკუსტიკაზე იყო გათვლილი. წლების მანძილზე მასზე უკრავდნენ ცნობილი ორგანისტები, მათ შორის: ისაი ბრაუდო, ჟან გიიუ, ჯეიმს დალტონი, ჰუგო ლეპნურმი, ლეონიდ როიზმანი, ვალტერ შეტელიხი, გარი გროდბერგი, რუდოლფ ლუტცი და სხვა. დიდი დარბაზის ორგანთან არის დაკავშირებული ცნობილი ქართველი ორგანისტის ეთერ მგალობლიშვილის მოღვაწეობა.

 

10 წლის მანძილზე (1987-1997) დიდი დარბაზი არ ფუნქციონირებდა. მისი აღდგენა და განახლება მოხდა ქართველი პიანისტის, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებლისა და 2022 წლის ჩათვლით, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის - მანანა დოიჯაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დახმარებით, რის შედეგადაც დარბაზი, კვლავ დაუბრუნდა დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებას. მომდევნო, 1998 წელს, საქართველოს პარლამენტის და გერმანიის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ორგანის რესტავრაცია.

 

დიდი დარბაზი გათვლილია 500 ადგილზე, გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისათვის. დიდ დარბაზს აქვს ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, ორგანი, “Steinway & Sons” ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის რესურსი, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს.

 

1998  წლიდან დღემდე დიდ დარბაზში ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, რომელშიც მონაწილეობენ თანამედროვეობის გამოჩენილი მუსიკოს-შემსრულებლები. აგრეთვე, სისტემატურად იმართება კლასიკური და ხალხური მუსიკის კონცერტები, მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები, ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსები, ფესტივალები, ჯაზის საღამოები, სამხატვრო გამოფენები, წიგნებისა და დისკების პრეზენტაციები; საოპერო სტუდიის სპექტაკლები და სტუდენტთა აკადემიური კონცერტები.

წინა შესარჩევი ჟიური:

პაველ ნერსესიანი (ბოსტონის უნივერსიტეტი, ნიუ ინგლენდის კონსერვატორია, ბოსტონი)

ალან ჩოუ (ისტმენის სამუსიკო სკოლა, ნიუ იორკი)

ნათელა მჭედლიშვილი (კაუფმანის ცენტრი, ნიუ იორკი)

 

კონკურსის ჟიური:

არი ვარდი, თავმჯდომარე, ისრაელი

მიშელ ბეროფი, საფრანგეთი

პეტრას გენიუშასი, ლიეტუვა

ალესანდრო დელჯავანი, იტალია

მომო კოდამა, იაპონია

რობერტ მაკდონალდი, აშშ

ნიკოლოზ ნამორაძე, საქართველო

ჰესუნ პაიკი, სამხრეთ კორეა

კატარჟინა პოპოვა-ზიდრონი, პოლონეთი

ჯეინ კუპი, კანადა

სტანისლავ ხრისტენკო, უკრაინა – აშშ