მანანა დოიჯაშვილის სახელობის საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VIII კონკურსი

კონკურსი დაარსდა 1995 წელს და მას შემდეგ ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, სამ ტურად, შემდეგი ოთხი სპეციალობით: ფორტეპიანო, სოლო-სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს 16–30 წლის ჩათვლით.  

კონკურსი ითვალისწინებს, აგრეთვე, 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული კონკურსგარეშე მონაწილეთა მოსმენასაც ზემოთაღნიშნულ სპეციალობებში  (გარდა სოლო სიმღერისა).  

მანანა დოიჯაშვილის სახელობის საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VIII კონკურსი გაიმართა 2023 წლის 19-29 აპრილს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.  

 

კონკურსის მთავარი მხარდამჭერები: 

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 
  • ქალაქ თბილისის მერია. 

კონკურსის დირექცია მადლობას უხდის:

მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარებისათვის:

• საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს;

• ქ. თბილისის მერიას.

 

ერთგულებისა და თანადგომისათვის:

• ბ-ნ ვალერიან ასათიანს;

• ბ-ნ ანდრია ბასილაიას;

• ქ-ნ ნინო სულაძეს;

• ქ-ნ თამარ წულუკიძეს. 

 

ხელშეწყობისა და თანამშრომლობისათვის:

• თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციას;

• თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის ადმინისტრაციას;

• ქ-ნ ელისაბედ ლეონსკაიას;

• ქ-ნ დალი მახარაძეს;

• საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს და პირადად ბ-ნ გიორგი შავერზაშვილს;

• „კონსტანტინე ვარდელის ფონდს” და პირადად ქ-ნ ირინა ვარდელს;

• კამერულ ორკესტრს „თბილისის კონცერტინო” და პირადად ბ-ნ გიორგი შილაკაძეს;

• ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს და პირადად ბ-ნ გიორგი მიქელაძეს;

• კომპანია „Bechstein”-ის წარმომადგენლობას საქართველოში და პირადად ბ-ნ დავით ციცქიშვილს;

• ქ-ნ ქეთევან ქემოკლიძეს;

• ქ-ნ ნანა ლესელიძეს. 

 

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს:

• ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და პირადად ბ-ნ კრისტოფერ ანდერსონს;

• თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და პირადად ბ-ნ ალი ქაან ორბაის; 

• იაპონიის საელჩოს საქართველოში და პირადად კულტურის ატაშეს ბ-ნი რიოსეი სუგინაკას; 

• უკრაინის საელჩოს საქართველოში.  

 

 

კონკურსის ჩატარების პირობები

 

1. მანანა დოიჯაშვილის სახელობის საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა მერვე კონკურსი ტარდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2023 წლის 19-29 აპრილს.
2. კონკურსი იმართება 4 წელიწადში ერთხელ შემდეგ სპეციალობებში: ფორტეპიანო, სოლო სიმღერა, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები.
3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკი 2023 წლის აპრილისათვის იქნება 16-დან 30 წლის ჩათვლით.
4. კონკურსგარეშე მოსმენაზე დაიშვებიან 16 წლამდე ასაკის, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები შემდეგ სპეციალობებში: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, ჩასაბერი საკრავები; დასაშვებია ერთი ნებისმიერი პროგრამის შესრულება, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 15-20 წუთს ფორტეპიანოს სპეციალობაზე, ხოლო 10-15 წუთს სიმებიან და ჩასაბერ საკრავთა სპეციალობებზე.
5. კონკურსზე არ დაიშვებიან ის შემსრულებლები, რომელთაც გასულ კონკურსებზე მიღებული აქვთ პირველი სამი პრემია და ლაურეატის წოდება.
6. კონკურსგარეშე მოსმენაზე არ დაიშვებიან წინა კონკურსებზე “საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილე”-დ დასახელებული შემსრულებლები.
7. კონკურსი ტარდება სამ ტურად.
8. კონკურსის ფინალურ ტურში დაიშვება არა უმეტეს ექვს-ექვსი მონაწილისა ყოველი სპეციალობიდან.
9. ყველა მოსმენა საჯაროა.
10. პროგრამები სრულდება ზეპირად.
11. ტურებში ნაწარმოების გამეორება დაუშვებელია (გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სოლო სიმღერის სპეციალობას).
12. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები დაუშვებელია.
13. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას წყვეტს კენჭისყრა ყოველ სპეციალობაზე ცალ-ცალკე; ეს თანმიმდევრობა შენარჩუნებული იქნება კონკურსის ბოლომდე.
14. ყოველი მონაწილე ვალდებულია დაესწროს კენჭისყრას, რომელიც შედგება კონსერვატორიის მცირე დარბაზში 2023 წლის 19 აპრილს, 11 საათზე.
15. პირველი სამი პრემიის მფლობელი დაჯილდოვდება კონკურსის სამახსოვრო მედლით, დიპლომით და ფულადი პრემიით; დანარჩენი სამი კი კონკურსის დიპლომით და ფულადი პრემიით.
16. კონკურსში გამარჯვებულებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ დასკვნით კონცერტში ანაზღაურების გარეშე.

 

 

პრემიები

 

1.  საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VIII კონკურსის პრემიები:

  • I პრემია   –  3000 ლარი და სამახსოვრო მედალი
  • II პრემია  –  2000 ლარი და სამახსოვრო მედალი
  • III პრემია –  1000 ლარი და სამახსოვრო მედალი

2. ფინალურ ტურში გასულ დანარჩენ 3 მონაწილეს ენიჭება დიპლომი და ფულადი პრემია – 500 ლარი;

3. საუკეთესო კონცერტმაისტერებს ენიჭებათ დიპლომი და ფულადი პრემია – 500 ლარი;

4. საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილე დაჯილდოვდება დიპლომით.

 

 

საგანგებო ჯილდოები

 

კონკურსის და კონკურსგარეშე მონაწილეები შესაძლებელია დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით და პრემიებით.

 

 

ჟიური

 

1. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;

2. პრემიები არ გაიყოფა;

3. ჟიურის წევრებს უფლება არა აქვთ კონკურსზე წარმოადგინონ თავიანთი მოსწავლეები,  

     რომლებიც კონკურსის ჩატარების პერიოდში ირიცხებიან მათ კლასში;

 4. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

 

 

მონაწილეთა მიღების პირობები

 

1. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;

2. მონაწილეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2023 წლის 17,18 აპრილს.

1. კონკურსში მონაწილეობისათვის, კონკურსის დირექციაში ელ-ფოსტით გამოგზავნილი ან შემოტანილი უნდა იქნას შევსებული ანკეტა- განაცხადი და სრული პროგრამა ტურების მიხედვით, არა უგვიანეს 2023 წლის 5 თებერვლისა; 

2. პროგრამის ხელმეორედ დაზუსტების საბოლოო ვადაა 2023 წლის 1 მარტი;

3. პროგრამაში, ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული. 

 

ანკეტა-განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები: 


1. დაბადების მოწმობის ასლი; 
2. განათლების მოწმობის ასლი; 
3. სხვა კონკურსების დიპლომების და ჯილდოების ასლები; 
4. შემოქმედებითი ავტობიოგრაფია; 
5. ბოლო პერიოდის მაღალი ხარისხის 2 შავ-თეთრი ფოტო-სურათი 9X12 (JPG ფაილით); 
6. შესატანი თანხის (50 ლარი) საბანკო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (აპლიკანტის გვარის მითითებით).

 

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე ანგარიშზე:

ხაზინის ერთიანი ანგარიში 
საბანკო კოდი - TRESGE22 
მიმღების დასახელება "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი" 
ს/კ 203862016 
ანგარიშსწორების ანგარიში - 743247499

 

 

ანკეტა-განაცხადი და საბუთები მიიღება ერთდროულად;
• საბუთები და შეტანილი თანხა მონაწილეებს უკან არ დაუბრუნდებათ.

 

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მისამართზე:


0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ.N8, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი,
“საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მერვე კონკურსი"-ს დირექცია;
ტელ: 292 24 46;
ელ. ფოსტა: classica@classica.ge

ფორტეპიანო

 

I ტური

1. ორი ვირტუოზული ეტიუდი:

- ერთი - ფ. შოპენი - თხზ. 10 ან  25-დან;

- მეორე - ფ. ლისტი ან ს. რახმანინოვი;

2. ი. ჰაიდნი, ლ. ვ. ბეთჰოვენი ან ფ. შუბერტი - სონატის I ნაწილი, დაწერილი სონატური ალეგროს ფორმით;

 

II ტური   (პროგრამის ხანგრძლივობა 30-35 წუთი)

1. ი. ს. ბახი - პრელუდია და ფუგა "კარგად ტემპერირებული კლავირის” I ან II ტომიდან;

2. ვ. ა. მოცარტი - ნებისმიერი სონატა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

4. პიესა შემსრულებლის შერჩევით;

 

III ტური

ნებისმიერი პროგრამა 40 – 45 წუთის ხანგრძლივობით

 

 

სოლო სიმღერა

 

ტური

1. XVII-XVIII სს. კომპოზიტორის არია;

2. XIX საუკუნის კომპოზიტორის არია;

3. რომანსი შემსრულებლის შერჩევით (დასაშებია ქართული, დასავლეთ ევროპული და რუსული);

 

II ტური

1. არია შემსრულებლის შერჩევით  (დასაშვებია ვ. ა. მოცარტის და ჯ. როსინის არიაც);

2. ქართველი კომპოზიტორის არია;

3. ხალხური სიმღერა;

 

III ტური

1. XIX-XX სს. კომპოზიტორის არია;

   (დასაშვებია არიის გამეორება - I ტურიდან N2 ან II ტურიდან N1)

2. XIX-XX სს. არია შემსრულებლის შერჩევით.

 

 

სიმებიანი საკრავები

 

ვიოლინო

 

ტური

1. ი.ს. ბახი – ნებისმიერი სოლო სავიოლინო სონატის I და II ნაწილი ან ჩაკონა;

2. ნ. პაგანინი – ერთ-ერთი კაპრისი (გარდა N13, 14, 15, 16, 18 და 20-ისა), ან გ. ვენიავსკი – ერთ-ერთი  კაპრისი შემდეგი ჩამონათვალიდან: თხზ.10, N2, 3, 4, 7, 8.

3. ვ.ა. მოცარტი – ნებისმიერი კონცერტის I ნაწილი;

 

II ტური

1. ლ. ვ. ბეთჰოვენი - ნებისმიერი სონატა მთლიანად ან XX საუკუნის კომპოზიტორის სონატა მთლიანად (ლ. იანაჩეკი, ფ. პულენკი, კ. დებიუსი, მ. რაველი, რ. შტრაუსი, ს. პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი, ბ. ბარტოკი, კ. შიმანოვსკი, ა. შნიტკე);

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი მთლიანად (შემსრულებლის შერჩევით);

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ალტი

 

ტური

1. ერთი ეტიუდი ან კაპრისი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ფ.ა. ჰოფმაისტერი – ერთ-ერთი საკონცერტო ეტიუდი N1, 4, 5 ან 7;

- ბ. კამპანიოლი – ერთ-ერთი კაპრისი თხზ. 22, N5, 17, 18, 30, 32, 35 ან 41;,

- ნ. პაგანინი - 24 კაპრისი, თხზ.1;

- ი. პალაშკო - 10 საკონცერტო ეტიუდი, თხზ.44;

- პ. როდე - 24 კაპრისი, თხზ. 22 N2, 4, 8 ან 10;

- ი. დონტი - ეტიუდები და კაპრისები თხზ. 35 N2, 3, 5, 12, 13, 14 ან 17;

2. ნებისმიერი ორი ნაწილი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ი.ს. ბახი – სიუიტები სოლო ვიოლონჩელოსათვის BWV1007-1012;

- ი.ს. ბახი - სონატები და პარტიტები სოლო ვიოლინოსათვის BWV 1001-1006;

- მ. რეგერი – სიუიტები სოლო ალტისთვის: თხზ. 131d N1, 2 ან 3;

3. ერთერთი კონცერტის I ნაწილი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- გ.ფ. ჰენდელი – კონცერტი ალტისათვის სი მინორი;

-ფ.ა. ჰოფმაისტერი - კონცერტი ალტისათვის რე მაჟორი;

-  კ. სტამიცი - კონცერტი ალტისათვის რე მაჟორი, თხზ.1;

 

II ტური

1. ერთ-ერთი სონატა ალტისა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ი. ბრამსი – ფა მინორი, თხზ. 120, N1 ან მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 120 N 2;

- ფ. შუბერტი – `"არპეჯიონე" ლა მინორი;

- ა. ონეგერი - ლა მინორი, H.28;

- პ. ჰინდემიტი - თხზ. 11, N 5, თხზ.25 N 1 ან ერთი სონატა სოლო ალტისათვის;

- დ. შოსტაკოვიჩი – დო მაჟორი, თხზ. 147.

2. ერთი ნაწარმოები შემდეგი ჩამონათვალიდან:

- რ. შუმანი - ,,ზღაპრული სურათები”, თხზ. 113;

- ჯ. ენესკუ – საკონცერტო პიესა;

- კ.მ. ვებერი – "ანდანტე და უნგრული რაფსოდია", თხზ.35;

- მ. ბრუხი - რომანსი ფა მაჟორი, თხზ. 85

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (შემსრულებლის შერჩევით);

 

III ტური

კონცერტი მთლიანად, შემსრულებლის შერჩევით (I ტურში შესრულებულის გარდა)

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

ჩელო

 

I ტური

1. ი.ს. ბახი – I ან II სიუიტიდან ორი ნებისმიერი ნაწილი ან  III სიუიტიდან პრელუდია და სარაბანდა, ან IV, V, VI სიუიტიდან პრელუდია სოლო ჩელოსათვის.

2. ერთი ეტიუდი ან კაპრისი სოლო ჩელოსათვის შემდეგი კომპოზიტორების ჩამონათვალიდან: ი. დოცაუერი, დ. პოპერი, ა. პიატი;

3. XVIII საუკუნის კომპოზიტორის სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ჟ.ბ.ს. ბრევალი - სონატა სოლ მაჟორი, მთლიანად;

- ჯ. ვალენტინი - სონატა მი მაჟორი I და II ნაწილი;

- ლ. ბოკერინი - სონატა ლა მაჟორი N6, I და II ნაწილი;

- ფ. ფრანგიორგი - სონატა მი მაჟორი, I და II ნაწილი;

 

 

II ტური

1. ერთი სონატა (მთლიანად) ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი კომპოზიტორების ჩამონათვალიდან: ლ.ვ. ბეთჰოვენი, ფ. შუბერტი (Arpeggione)  ი. ბრამსი, დ. შოსტაკოვიჩი, ს. პროკოფიევი, ბ. ბრიტენი.  

2. ერთი ვირტუოზული თხზულება ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის შემდეგი ჩამონათვალიდან:

- დ. პოპერი "ჯარა" ან "ელფების ცეკვა"

- ჩაიკოვსკი - "Pezzo caprioccioso"

3. ქართველი კომპოზიტორის ერთი ნაწარმოები ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

 

 

III ტური

კონცერტი მთლიანად შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ი. ჰაიდნი - კონცერტი დო მაჟორი ან რე მაჟორი;

- რ. შუმანი - კონცერტი ლა მინორი;

- ა. დვორჟაკი - კონცერტი სი მინორი;

- პ. ჩაიკოვსკი - "ვარიაციები როკოკოს თემაზე";

- დ. შოსტაკოვიჩი - კონცერტი N1 მი-ბემოლ მაჟორი

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

კონტრაბასი

 

 ტური

1. ი.ს. ბახი – პრელუდია სიუტიდან N2, რე მინორი;

2. ფ. სიმანდლი ან ე.შტროხი – ორი ეტიუდი;

3. ერთ-ერთი სონატა შემდეგი კომპოზიტორების ჩამონათვალიდან:

გ. ფ. ჰენდელი, მ. ეკელსი ან ბ. მარჩელო.

 

II ტური

1. სონატა შემდეგი კომპოზიტორების ჩამონათვალიდან:

ე. მიშაკი, ც. ფრანკი ან პ. ჰინდემიტი;

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი (შემსრულებლის შერჩევით); (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

 

ჩასაბერი საკრავები

 

ფლეიტა

 

ტური

1. კ. ფ. ე. ბახი – სონატა ლა მინორი, H562;

2. ვ.ა. მოცარტი - რონდო რე მაჟორი, KV Anh184.

 

II ტური

1. ერთ-ერთი სონატა შემდეგ კომპოზიტორთა ჩამონათვალიდან:

- ფ. პულენკი;

- კ. რაინიკე - "უნდინე", თხზ. 167

- ბ. მარტინუ;

- ს. პროკოფიევი - სონატა რე მაჟორი, თხზ. 94;

- პ. ჰინდემიტი;

2. ერთერთი ვირტუოზული პიესა შემდეგი ჩამონათვალიდან:  

- გ. ფორე - ფანტაზია;

- ჯ. ენესკუ - კანტაბილე და პრესტო;

- ა. კაზელა - სიცილიანა და ბურლესკა, თხზ. 23;

- ჯ. ანდერსენი - ბალადა და სილფების ცეკვა, თხზ.5;

- ე. ბოცა - აგრესტიდი, თხზ.44;

- ა. ჟოლივე - ლინოსის სიმღერა;

- ჟ. ჰიუ - ფანტაზია.

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემსრულებლის შერჩევით:

- ვ.ა. მოცარტი – კონცერტი N1, სოლ მაჟორი, k313 ან N2, რე მაჟორი, K314;

 (კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ჰობოი

ტური

1. ა. ვივალდი – კონცერტი დო მაჟორი ან ლა მინორი ან ი.ს. ბახი – კონცერტი სოლ მინორი, BWV 1056R;

2. გ. ტელემანი – ნებისმიერი ფანტაზია სოლო ჰობოისათვის;

 

II ტური

1. ფ. პულენკი – სონატა;

2. ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ვ. ა. მოცარტი – კონცერტი N1, დო მაჟორი, K314;

- რ. შტრაუსი – კონცერტი დო მაჟორი AV 144, TrV 292

- ა. პასკული – კონცერტი ფა მაჟორი;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

კლარნეტი

 

ტური

1. ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან: (I ან II-III ნაწილები)

- კ. მ. ვებერი – კონცერტი N1 ფა მინორი, თხზ. 73;

-  კ. მ. ვებერი N2 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 74;

- ფ. კრამარჟი – კონცერტი N1 მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 36;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ფ. პულენკი – სონატა;

2. მე-20 საუკუნის კომპოზიტორის ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ვ. ა. მოცარტი – კონცერტი ლა მაჟორი, K. 622;

- კ. კურპინსკი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი;

- ბ. გრუზელი – კონცერტი N2, ფა მინორი, თხზ.5 ან კონცერტი  N3, სი-ბემოლ მაჟორი,   

  თხზ.11

- ლ. შპორი - კონცერტი N1, დო მინორი, თხზ.26 ან კონცერტი N4, მი მინორი, WoO20

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ფაგოტი

ტური

1. ა. ვივალდის ნებისმიერი კონცერტი;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. კ. სენ-სანსი – სონატა (მთლიანად);

2. XX საუკუნის კომპოზიტორთა ვირტუოზული პიესა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ვ.ა. მოცარტი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, K. 191;

- კ.მ. ვებერი - კონცერტი ფა მაჟორი, თხზ. 75

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

საყვირი

 

ტური

1. ი. ჰაიდნი - კონცერტი მი-ბემოლ მაჟორი, I ნაწილი;

2. ერთ-ერთი ნაწარმოები შემდეგი ჩამონათვალიდან:

    - ა. გედიკე - საკონცერტო ეტიუდი;

    - ა. არუთინიანი - სკერცო;

    - მ. შოლოკოვი - სკერცო;

 

II ტური

1. ი.ს. ბახი – პრელუდია (დამუშავებული შ. გუნოს მიერ);

2. ვირტუოზული ნაწარმოები;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

კონცერტი შემსრულებლის შერჩევით

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ვალტორნა

ტური

1. ერთ-ერთი კონცერტის I ან II-III ნაწილები შემდეგი ჩამონათვალიდან:

- კ. მატისი – კონცერტი N1, ფა მაჟორი, თხზ. 12 ან კონცერტი N3, სოლ მაჟორი, თხზ.39;

- ვ.ა. მოცარტი - კონცერტი N 3, მი-ბემოლ მაჟორი, K477;

2. ვირტუოზული პიესა;

 

II ტური

1. ი. ჰაიდნი – კონცერტი N2 რე მაჟორი, Hob. VIId:4 (I, ან II - III ნაწილები);

2. რ. დუკასი – ვილანელა;

3. ქართველი კომპოზიტორის პიესა;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ვ.ა. მოცარტი – კონცერტი N4, მი-ბემოლ მაჟორი, K. 495;

- რ. შტრაუსი – კონცერტი N1, მი-ბემოლ მაჟორი, თხზ. 11;

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ტრომბონი

 

ტური

1. ერთერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- ფ. დავიდი – კონცერტინო მი-ბემოლ მაჟორი;

- ი. პაუერი - კონცერტი-ტრომბონეტა დო მაჟორი;

2. ვირტუოზული პიესა.

 

II ტური

1. ვ. ბლაჟევიჩი – კონცერტი N9 ან N10;

2. პიესა (შემსრულებლის შერჩევით);

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

- რ. ალიბეგაშვილი – კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი;

- ა. ნესტეროვი - კონცერტი, თხზ. 11

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

 

 

ტუბა

 

ტური

1. ლებედევი – კონცერტინო ტუბისა და ფორტეპიანოსათვის ლა მაჟორი;

2. ორი პიესა - შემსრულებლის შერჩევით;

 

II ტური

1. ა. ვივალდი – სონატა (გადამუშავებული ლებედევის მიერ);

2. ერთი პიესა - შემსრულებლის შერჩევით;

3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები;

 

III ტური

ერთ-ერთი კონცერტი შემდეგი ჩამონათვალიდან:

-ფ. დავიდი - კონცერტინო მი-ბემოლ მაჟორი;

-ვ. კიკტა - კონცერტი დო მაჟორი.

(კონცერტი შესრულდება ფორტეპიანოს თანხლებით)

ფორტეპიანო 

I   პრემია   ბექა სიხარულიძე
II  პრემია   თამარ ექვთიმიშვილი 
III პრემია   ცოტნე მამაგეიშვილი
 
 
სოლო სიმღერა 
 
I   პრემია   ანა ონიანი, სოპრანო
II  პრემია   ანა იმედაშვილი, სოპრანო
III პრემია   მარიამ გაგლოშვილი, სოპრანო
 
 
სიმებიანი საკრავები
 
I   პრემია   არ გაიცა
II  პრემია   არ გაიცა 
III პრემია   ელენე ჩხარტიშვილი, ვიოლინო
 
 
ჩასაბერი საკრავები
 
I   პრემია    არ გაიცა 
II  პრემია    არ გაიცა   
III პრემია    დავით დარბინიანი, კლარნეტი
 
 
კონკურსის დიპლომანტები 
 
სოლო სიმღერა: ზურაბ ავაგუმაშვილი, ბარიტონი; ლუკა წეველიძე, ტენორი; ავთანდილ ჭიქავა, ბარიტონი;
 
სიმებიანი საკრავები: გიორგი ბიწაძე, ჩელო, მარინა გეთია, ვიოლინო; ელენე მეგრელიშვილი, ვიოლინო;  
 
ჩასაბერი საკრავები: თამარ დარასელია, ფლეიტა; დავით ჯიშკარიანი, კლარნეტი. 
 
 
 
სპეციალური პრემია ,,საუკეთესო კონცერტმაისტერი" 
 
მარინა ადამიშვილი, სოლო სიმღერა; ნესტან გუნიავა, ჩასაბერი საკრავები; სოფიო ოდიშარია, სიმებიანი საკრავები; 
 
 
 
სპეციალური პრემიები კონკურსანტებს
 
- „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”-ს სპეციალური პრემია - „მანანა დოიჯაშვილის სახელობის პრემია” გამარჯვებულ კონკურსანტს ფორტეპიანოს სპეციალობით: ბექა სიხარულიძე; 
 
- საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სპეციალური პრემია - „ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის”:
  • თამარ ექვთიმიშვილი, ფორტეპიანო
  • ანა ონიანი, სოლო სიმღერა
  • მარინა გეთია, სიმებიანი სკრავები
  • მარიამ მინდორაშვილი, ჩასაბერი საკრავები
- დირიჟორ გიორგი შილაკაძის სპეციალური პრემია - საუკეთესო კონკურსანტს საორკესტრო საკრავების სპეციალობით: დავით გოგოლაძე, კლარნეტი;

- „კონსტანტინე ვარდელის ფონდი”-ს სპეციალური პრემია - „კონსტანტინე ვარდელის სახელობის პრემია” საუკეთესო კონკურსანტს სიმებიანი საკრავების სპეციალობით:  მარინა გეთია, ვიოლინო;

- ქ-ნი ქეთევან ქემოკლიძის სპეციალური პრემია - „დავით და ნოდარ ანდღულაძეების სახელობის პრემია” კონკურსის საუკეთესო ტენორს: ფალანდა ღვინჯილია;

- „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”-ს სპეციალური პრემია - “წამახალისებელი პრემია პერსპექტიულ ფინალისტს ჩასაბერი საკრავების სპეციალობით”: თამარ დარასელია, ფლეიტა;

- ქ-ნი ელისაბედ ლეონსკაიას სპეციალური პრემია - „სიმპათია”: დავით გოგოლაძე, კლარნეტი. 

 

სპეციალური პრემიები "საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილეებს"

 

- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრემია - ანა გოგოლაძე, ფლეიტა;

- თურქეთის სრულუფლებიანი ელჩის მისი აღმატებულება ალი ქაან ორბაის პირადი პრემია - ანდრია ბოლქვაძე, ფორტეპიანო;

- იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშეს ბ-ნი რიოსეი სუგინაკას პირადი პრემია - ნატალი ხურციძე, ვიოლინო;

- უკრაინის საელჩოს სამახსოვრო პრიზი - ელენე მეფარიშვილი, ვიოლინო;

- კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინო” სპეციალური პრემია - საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილეს სიმებიანი საკრავების სპეციალობით - ელენე მეფარიშვილი, ვიოლინო;

- კომპანია „Bechstein”-ის სპეციალური პრემია - ანა პაიჭაძე, ფორტეპიანო;

- „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”-ს სპეციალური პრემია - „პერსპექტიულ მონაწილეს” - ნენე შვანგირაძე, ვიოლინო;

- „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”-ს სპეციალური პრემია  - დათა ჩარბაძე, ფორტეპიანო;

- ბ-ნი პავლე კვაჭაძის მიერ დაწესებული თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის სპეციალური პრემია - „ყველაზე ნორჩ გამარჯვებულს“ - ელენე მეფარიშვილი, ვიოლინო;

- ბ-ნი ვალერიან შიუკაშვილის მიერ დაწესებული საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის სპეციალური პრემია "არტისტიზმისათვის" - ანა პაიჭაძე, ფორტეპიანო;

- კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინო” პრიზი - კონცერტი საორკესტრო საკრავების სპეციალობის საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილეებთან ერთად: ელენე მეფარიშვილი, ვიოლინო; ნენე შვანგირაძე, ვიოლინო; ნატალი ხურციძე, ვიოლინო; ანა გოგოლაძე, ფლეიტა. 

 

* ქ-ნი მანანა გოცირიძის პირადი პრემია "მომავლის პერსპექტივა" კონკურსგარეშე კატეგორიის მონაწილეს - ნინო ჩუბინაშვილი, ფორტეპიანო.

 

ფორტეპიანო 

1. რევაზ ტაკიძე, თავმდჯომარე

2. ნინო ბაქრაძე 

3. მარინა ნადირაძე 

4. ნანა (მედეა) შალაძე

5. ვალერიან შიუკაშვილი 

 

სოლო სიმღერა 

1. პაატა ბურჭულაძე, თავმჯდომარე

2. ზაზა აზმაიფარაშვილი

3.  ნინო სანიკიძე

4. სოფია მჭედლიშვილი

5.  მარიამ ჯახუტაშვილი

 

სიმებიანი საკრავები

1. რევაზ ჯავახიშვილი, თავმჯდომარე 

2. თამარ გაბარაშვილი 

3. ზურაბ გაბუნია

4. სანდრო სიდამონიძე

5. ირაკლი ჯაფარიძე

 

ჩასაბერი საკრავები

1.დიმიტრი ბოქოლიშვილი, თავმჯდომარე

2. თემურ ბუხნიკაშვილი 

3. დიმიტრი სტავრიანიდი

4. ლევან ცხადაძე

5. ლევან ჯაგაევი

 

კონკურსგარეშე მონაწილეთა ჟიური - ფორტეპიანო

1. მანანა გოცირიძე, თავმჯდომარე

2. რუსუდან ალავიძე

3. ციცინო თოდუა