ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი

ფრედერიკ შოპენი სახ. ნორჩ პიანისტთა VI კონკურსი

2-3 ნოემბერი,  2021 წ.

 

კონკურსის ჩატარების პირობები:

 

1. "ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა მეექვსე კონკურსი" ჩატარდება თბილისში, 2021 წლის 2 და 3 ნოემბერს;

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 12-16 წლის ნებისმიერ პიანისტს საქართველოს ყველა რეგიონიდან;

3. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;

4. კონკურსი ტარდება ერთ ტურად (25-30 წთ);

5. საკონკურსო მოსმენა ჩატარდება 2021 წლის 2 ნოემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში;

6. საკონკურსო მოსმენა საჯაროა;

7. პროგრამა სრულდება ზეპირად;

8. წარმოდგენილ პროგრამაში ცვლილებები დაუშვებელია;

9. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას გადაწყვეტს კენჭისყრა - 1 ნოემბერი, 2021;

10. ყველა მონაწილე ვალდებულია დაესწროს კენჭისყრას;

11. ყველა ლაურეატი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით და დიპლომით;

12. გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა-კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში;

13. კონკურსში გამარჯვებულებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ დასკვნით კონცერტში ანაზღაურების გარეშე;

14. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება;

15. ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;

16. კონკურსის მსვლელობის დროს გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერი "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" საკუთრებაა.

 

 

პროგრამა:

  • შოპენის ნებისმიერი ეტიუდი (გარდა თხზ.10 N3,6 და თხზ. 25 N7)
  • ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (5 წუთამდე)
  • შოპენის ერთი ან რამოდენიმე ნაწარმოები

 

 

  პრემიები

  •  I პრემია   – 2000 ლარი
  •  II პრემია  – 1500 ლარი
  •  III პრემია – 1000 ლარი

 

 

  სპეციალური პრიზები და პრემიები

  •     "არტისტიზმისათვის"
  •      "ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის"   

 

კონკურსში მონაწილეობის განაცხადი

კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა გამოიგზავნოს შევსებული ანკეტა-განაცხადი და სრული პროგრამა არა უგვიანეს 2021 წლის 20 ოქტომბრისა. ნაწარმოებების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული და უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ ქრონომეტრაჟს (25-30 წთ).

 

 

ანკეტა განაცხადს დაურთეთ შემდეგი საბუთები:

  •       დაბადების მოწმობის ასლი;
  •       მოკლე ბიოგრაფია;
  •       ბოლო პერიოდის მაღალი ხარისხის ფოტოსურათი (JPG ფაილით);
  •       სამუსიკო სასწავლებლის რეკომენდაცია;
  •       სრული პროგრამა;
  •       საბანკო რეკვიზიტები.

„საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

პოლონური ინსტიტუტი თბილისში

1. მანანა დოიჯაშვილი (თავმჯდომარე)

2. ედიშერ რუსიშვილი 

3. ესმა ქირია

4. ნოდარ ნაკაიძე

5. ნინო ბაქრაძე