"ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა კონკურსი" დაარსდა "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" მიერ საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობა შეუძლია 12–16 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონის პიანისტს.
ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა III კონკურსი გაიმართა ქ. თბილისში 2013 წლის 30 აპრილს/1 მაისს. კონკურსში მონაწილეობდა 12 მუსიკოსი (12-დან 16 წლის ჩათვლით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; კენჭისყრა - 29 აპრილი, 11.00 სთ. - და საკონკურსო მოსმენა ერთ ტურად -30 აპრილი - ჩატარდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში; გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება და გალა-კონცერტი გაიმართა 1 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში 18.00 სთ-ზე; ასევე, კონცერტში მონაწილეობა მიიღო დუეტმა პოლონეთიდან “Cracow Duo”, მარეკ შლეზერის (ფორტეპიანო) და იან კალინოვსკის (ჩელო) მონაწილეობით.
კონკურსის ჩატარების პირობები
1. კონკურსი ტარდება ერთ ტურად;
2. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;
3. მოსმენა საჯაროა;
4. პროგრამა სრულდება ზეპირად;
5. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები არ მიიღება;
6. ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული;
7. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას გადაწყვეტს კენჭისყრა;
8. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება;
9. ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;
10. კონკურსის მსვლელობისას გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერი "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის"
საკუთრებაა.
პროგრამა (25-30 წუთი)
1. შოპენის ერთ-ერთი ეტიუდი შემდეგი ჩამონათვალიდან - თხზ. 10 N4, 5, 7, 8; თხზ. 25 N3, 5
2. შოპენის ერთი ან რამოდენიმე ნაწარმოები
3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (არა უმეტეს 6 წუთისა)
პრემიები
I პრემია – 1500 ლარი
II პრემია – 800 ლარი
III პრემია – 500 ლარი
სპეციალური პრიზები და პრემიები
• "არტისტიზმისათვის"
• `"ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის"
„საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
I პრემია (1500 ლარი) გაიყო ორ კონკურსანტს შორის:
- 750 ლარი - დავით ხრიკული
- 750 ლარი - სერგო მარკოსიანი
II პრემია - 800 ლარი - ნინო ბიწაძე
III პრემია - 500 ლარი - ლიზი ვერხვიაშვილი
სპეციალური პრემია:
- „არტისტიზმისათვის“ – სერგო მარკოსიანი
- „ ვირტუოზულობისათვის“ – დავით ხრიკული
„ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“
- თამარ ქუცნაშვილი
ჟიურის სპეციალური პრემია „პერსპექტიულობისათვის“
- ლაშა კვარაცხელია (ქუთაისი).
1. მარეკ შლეზერი (პოლონეთი, თავმჯდომარე)
2. რევაზ თავაძე
3. მანანა დოიჯაშვილი
4. ნანა დიმიტრიადი
5. ედიშერ რუსიშვილი