"ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა კონკურსი" დაარსდა "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" მიერ საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობა შეუძლია 12–16 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონის პიანისტს.
ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა IV კონკურსი გაიმართა ქ. თბილისში 2015 წლის 12-13 დეკემბერს. კონკურსში მონაწილეობდა 11 მუსიკოსი (12-დან 16 წლის ჩათვლით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; კენჭისყრა - 11 დეკემბერი, 11.00 სთ. - და საკონკურსო მოსმენა ერთ ტურად - 12 დეკემბერი - ჩატარდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში. გამარჯვებულთა დაჯილდოება და კონცერტი გაიმართა 13 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19.00 სთ-ზე.
კონკურსის ჩატარების პირობები
1. კონკურსი ტარდება ერთ ტურად;
2. მონაწილეები თვითონ იხდიან მგზავრობისა და საცხოვრებლის საფასურს;
3. მოსმენა საჯაროა;
4. პროგრამა სრულდება ზეპირად;
5. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები არ მიიღება;
6. ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული;
7. მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობას გადაწყვეტს კენჭისყრა;
8. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება;
9. ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია;
10. კონკურსის მსვლელობისას გაკეთებული ყველა სახის ჩანაწერი "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის"
საკუთრებაა.
პროგრამა (30 წუთი)
1. შოპენის ერთ-ერთი ეტიუდი (გარდა - თხზ. 10 N3,6; თხზ. 25 N7)
2. შოპენის ერთი ან რამოდენიმე ნაწარმოები
3. ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები (არა უმეტეს 6 წუთისა)
პრემიები
I პრემია – 1500 ლარი
II პრემია – 800 ლარი
III პრემია – 500 ლარი
სპეციალური პრიზები და პრემიები
• "არტისტიზმისათვის"
• `"ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის"
„საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
I პრემია – 1500 ლარი – გიორგი გიგაშვილი
II პრემია – 800 ლარი – მარიამ მუჩიაშვილი
III პრემია – 500 ლარი – სანდრო გეგეჭკორი
სპეციალური პრემია - `ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის
- ნათია მაჩიტაძე
სპეციალური პრემია -„არტისტიზმისათვის“
- მარიამ კოპალეიშვილი (ქუთაისი).
1. მარიუშ სიელსკი (პოლონეთი, თავმჯდომარე)
2. რევაზ თავაძე
3. მანანა დოიჯაშვილი
4. ნოდარ ნაკაიძე
5. ედიშერ რუსიშვილი