ფრედერიკ შოპენი სახ. ნორჩ პიანისტთა VI კონკურსი
2-3 ნოემბერი, 2021 წ.
"ფრედერიკ შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა კონკურსი" დაარსდა "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის" მიერ საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ და მასში მონაწილეობა შეუძლია 12-16 წლის ასაკის ნებისმიერ პიანისტს საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა VI კონკურსი გაიმართა 2021 2-3 ნოემბერს. კონკურსში მონაწილეობდა 6 მუსიკოსი. კენჭისყრა (1 ნოემბერი) და საკონკურსო მოსმენა (2 ნოემბერი) ჩატარდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში; საზეიმო დაჯილდოება და გამარჯვებულთა გალა-კონცერტი გაიმართა 3 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში. დასკვნით საღამოზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ "საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი"-ს დირექტორი, ქ-ნი მანანა დოიჯაშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი მარიუშ მაშკიევიჩი.
„საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
პოლონური ინსტიტუტი თბილისში
I პრემია - არ გაიცა
II პრემია - რევაზ მარშანია
III პრემია - თათია აბაშიშვილი
III პრემია - თამარ ნიშნიანიძე
IV პრემია - გიორგი ებანოიძე
სპეციალური პრემია - "ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის"
-
რევაზ მარშანია
სპეციალური პრემია - "არტისტიზმისათვის"
-
გიორგი არაბიძე
1. მანანა დოიჯაშვილი (თავმჯდომარე)
2. ედიშერ რუსიშვილი
3. ესმა ქირია
4. ნოდარ ნაკაიძე
5. ნინო ბაქრაძე