ჩვენ შესახებ

"საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი" დაარსდა პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. მისი დამფუძნებლები არიან  ქ. თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ფონდის მიზანია ქართული საშემსრულებლო სკოლის განვითარება, მუსიკალური კონკურსებისა და ფესტივალების მოწყობა, საქართველოში კულტურული ცხოვრების განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა სახის ღონისძიებათა განხორციელება, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და მათი პროფესიული წინსვლის წახალისება. ფონდის ძირითადი ამოცანაა დაეხმაროს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლებს წარმოჩენასა და   შემოქმედებითი კარიერის წარმართვაში.

ფონდის მიერ ჩატარდა - "პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი" (1997, 2001, 2005, 2009, 2013, 2017, 2022 წწ.) , "საქართველოს მუსიკოს- შემსრულებელთა კონკურსი" (1995, 1999, 2003, 2007, 2011, 2015, 2019 წწ.), "ფრანსუა ლოლოს სახელობის ჩასაბერ საკრავთა კონკურსი" (2001, 2002, 2003, 2004, 2005 წწ.) და  „ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი“(2008, 2010, 2013, 2015, 2018, 2021 წწ.). კონკურსების ფარგლებში, ტრადიციულად,  ჟიურის წევრები და მოწვეული სტუმრები ატარებენ მასტერკლასებს.

ზემოაღნიშნული კონკურსების მონაწილეთა დიდი ნაწილი დღეს უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია.

"პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი" 2002 წლიდან `ჟენევის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (WFIMC), 2007 წლიდან ჰააგის “ალინკ-არგერიხის“ ფონდის წევრი-კონკურსია.  2008 წელს თბილისში, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობით ჩატარდა WFIMC-ის    52-ე გენერალური ასამბლეა.